2018 წლის პირველი იანვრიდან, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ (ისმო) აამოქმედა ახალი ერთიანი საძიებო სისტემა - “MADRID MONITOR”, რომელიც სასაქონლო ნიშნის საერთაშორისო განაცხადის და რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის სტატუსის შემოწმების საშუალებას იძლევა, ასევე დაინტერესებული პირებისთვის ხელმისაწვდომს ხდის მადრიდის სისტემით დარეგისტრირებულ ყველა სასაქონლო ნიშანთან დაკავშირებულ დეტალურ ინფორმაციას.
“MADRID MONITOR”-ით ჩანაცვლდა ისმო-ს ძველი მონაცემთა ბაზები: “ROMARIN”, “Madrid e-Alert” და “Madrid Real Time Status”, “MADRID MONITOR”, რითიც მომხმარებლებისათვის გახდა უფრო მოქნილი საძიებო საშუალება საერთაშორისო განაცხადებზე ინფორმაციის მოსაძიებლად. “MADRID MONITOR” იძლევა 900 000 საერთაშორისო სასაქონლო ნიშანზე მოძიებული შედეგის გაფილტვრის, შენახვისა და გაზიარების საშუალებას. მომხმარებელს ასევე, შეუძლია გამოიყენოს გამაფრთხილებელი შეტყობინების მომსახურება, სასაქონლო ნიშნის სტატუსის შეცვლასთან დაკავშირებით.
“MADRID MONITOR“-ის მუშაობასთან დაკავშირებით, მეტი თვალსაჩინოებისთვის, დაინტერესებული პირებისათვის შეიქმნა ვიდეო გაკვეთილი, რომელიც ხელმისაწვდომია ისმო-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
აღსანიშნავია, რომ 1991 წლიდან მადრიდის რეესტრის ოფიციალურ მონაცემთა ბაზას წარმოადგენდა “ROMARIN”, სადაც შესაძლებელი იყო საერთაშორისო განაცხადებზე ინფორმაციის მოძიება. “ROMARIN”-ის ბოლო განახლება განხორცილედა 2004 წელს.
ისმო-ს ახალი საძიებო სისტემა - “MADRID MONITOR“ ხელმისაწვდომია ისმო-ს ვებ-გვერდზე: http://www.wipo.int/madrid/monitor/en/ .