ENGLISH |
საქპატენტი შეუერთდა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) ელექტრონულ პლატფორმას WIPO CASE. ეს პლატფორმა წარმოადგენს საპატენტო ექსპერტიზის მასალებზე ცენტრალიზებული წვდომის სისტემას. მისი საშუალებით სხვადასხვა ქვეყნის საპატენტო უწყებებს შესაძლებლობა ეძლევათ უსაფრთხოდ გაცვალონ საპატენტო განაცხადის ძიებასთან და ექსპერტიზასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და ამგვარად წარმოადგენს ე.წ. „საქმის განაწილების“ პროგრამების (work sharing) განხორციელების ინსტრუმენტს.
პლატფორმაზე წვდომის მოპოვებას წინ უძღოდა საქართველოს პატენტების კოლექციის განთავსება სისტემაში.
WIPO CASE საქპატენტის საპატენტო ექსპერტებს დაეხმარება საპატენტო ძიებასთან და ექსპერტიზასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიებაში და ექსპერტიზის ხარისხის და ეფექტიანობის შემდგომ გაუმჯობესებაში.
პლატფორმა WIPO CASE: http://www.wipo.int/case/en/