ENGLISH |
დღეს, 11 ოქტომბერს (2019 წ.), საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის ორგანიზებით, მცირე და საშუალო მეწარმეთათვისა და საწარმოებისათვის, გაიმართა სამუშაო შეხვედრა გეოგრაფიულ აღნიშვნებზე, გამოგონებასა და ინოვაციებზე.
შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გამართული შეხვედრა, ,,ინტელექტუალური საკუთრების მნიშვნელობა მცირე და საშუალო საწარმოებისათვის“ (Value of Intellectual Property for SMES VIP4SME) პროექტის ფარგლებში ჩატარდა, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის ინოვაციებისა და კვლევების პროგრამის ,,Horizon 2020”-ის მიერ და ითვალისწინებს მცირე და საშუალო საწარმოებისათვის სამუშაო შეხვედრების, ტრენინგებისა და პირისპირ შეხვედრების გამართვას. პროექტი ეხმარება ქართველ მეწარმეებს ინტელექტუალური საკუთრების სტრატეგიის შექმნასა და მის მენეჯმენტში, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ქართული კომპანიების კონკურენტუნარიანობის გაზრდასა და მათთვის დამატებითი ეკონომიკური ღირებულების შექმნას.
ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი 2016 წელს ჩაერთო VIP4SME-ის პროექტში და რეგულარულად მართავს საინფორმაციო შეხვედრებს, ტრენინგებს და სემინარებს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ცნობიერების ამაღლების მიზნით.