გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
27 ნოემბერი 2020 წ.
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – საქპატენტი, მომხმარებლებს სთავაზობს დისტანციური სერვისებით სარგებლობას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან (COVID-19) დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების შესაბამისად, საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა და კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის სწრაფი ზრდის გათვალისწინებით, უწყების მიერ ყველა სერვისის მიწოდება როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისათვის განხორციელდება დისტანციურად. კერძოდ:
• მომხმარებლებს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე განაცხადებისა და კორესპონდენციის წარმოდგენა შეუძლიათ საქპატენტის ვებგვერდზე არსებული ელექტრონული საქმისწარმოების სისტემის მეშვეობით (https://online.sakpatenti.gov.ge/ka/app/login/);
• საქპატენტთან არსებული სააპელაციო პალატის სხდომები, ისევე, როგორც ადმინისტრაციული საჩივრების განხილვები, განხორციელდება დისტანციური კომუნიკაციის პლატფორმების გამოყენებით;
• სატელეფონო კონსულტაციები იწარმოებს სამუშაო საათებში (9:30–18:30 სთ., ორშაბათი–პარასკევი) ტელეფონის ნომერზე: +995 32 2252533;
• კორესპონდენციის მიღება იწარმოებს ელექტრონული ფოსტის მეშვე¬ობით (info@sakpatenti.gov.ge);
• გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, ვიზიტი შეიძლება განხორციელდეს თბილისის ოფისში (მის.: ქ. თბილისი, რამიშვილის ქუჩა №4 და №31), რისთვისაც საჭიროა ელექტრონულ ფოსტაზე (info@sakpatenti.gov.ge) წინასწარი შეტყობინების გამოგზავნა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს ვიზიტორის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი და ვიზიტის საგანი.
მუშაობის დისტანციური რეჟიმის პირობებში, საქპატენტი შეუფერხებლად აგრძელებს დაკისრებული ფუნქციების შესრულებას და ყველა მომსახურების მიწოდებას კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებში.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია დავიცვათ თითოეული თანამშრომლისა და მთლიანად საზოგადოების უსაფრთხოება და ხელი შევუწყოთ ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხის აცილებას.

ბოლო სიახლეები

