სოსო გიორგაძე ჟენევაში იმყოფება, სადაც ინტელექტუალური საკუთრებისა და ხელოვნური ინტელექტის გლობალურ ფორუმში მონაწილეობს
საქპატენტის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში იმყოფება, სადაც ინტელექტუალური საკუთრებისა და ხელოვნური ინტელექტის შესახებ პირველ გლობალურ ფორუმს ესწრება. ღონისძიება ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) ორგანიზებით ტარდება
საქპატენტის სასწავლო ცენტრში, ქუთაისში, სტრასბურგის უნივერსიტეტის პროფესორები პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის კანდიდატებისათვის უფასო სასწავლო კურსს ატარებენ
საქპატენტის ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და გადამზადების ცენტრში, ევროპის საპატენტო უწყების (EPO) მხარდაჭერით, პატენტრწმუნებულთა 2026 წლის საკვალიფიკაციო გამოცდის მოსამზადებელი კურსის ტრენინგები მიმდინარეობს
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები საქპატენტს ეწვივნენ
საქპატენტისა და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) თანამშრომლობის ფარგლებში საერთაშორისო ბაზარზე სასაქონლო ნიშნების დაცვის საკითხებზე გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომლის დასრულებისთანავე WIPO-ს ექსპერტებმა ქართული კომპანიების წარმომადგენლებს ინდივიდუალური კონსულტაციები გაუწიეს
საქპატენტისა და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) მიერ თბილისში გამართულ ღონისძიებას საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად 50-მდე ქართული კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო
ორგანიზაციისა (WIPO) და
საქპატენტის ორგანიზებით თბილისში ღონისძიება გაიმართა, სადაც WIPO-ს ექსპერტებთან და
საქპატენტის წარმომადგენლებთან ერთად ორმოცდაათამდე ქართული კომპანია
მონაწილეობდა. შეხვედრის
მიზანი იყო
ბიზნესსექტორისთვის საერთაშორისო ბაზარზე ბრენდის
დაცვის შესაძლებლობების უკეთ გაცნობა,
ასევე სასაქონლო
ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაციის, სამართლებრივი დაცვისა
და შესაბამისი პროცედურების ეფექტიანი
მართვის შესახებ
პრაქტიკული ინფორმაციის მიწოდება.
საქპატენტის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე ჩინეთში საავტორო უფლებების საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობს
საქპატენტის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვია, სადაც მონაწილეობს საერთაშორისო ფორუმში საავტორო უფლებების შესახებ, რომელიც ქალაქ დუნჰუანგში მიმდინარეობს. ღონისძიების მთავარი თემაა „საავტორო უფლებები და შემოქმედებითი ინდუსტრიები ციფრულ ეპოქაში: კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება და გლობალური შემოქმედებითობის გაძლიერება“
საქპატენტში მომსახურების საფასურის გადახდის ახალი ელექტრონული სისტემა ამოქმედდება
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - „საქპატენტი“ სერვისების ხარისხის გაუმჯობესებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, გადახდის ახალ სისტემას ნერგავს
საქპატენტის თავმჯდომარე საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის საელჩოს ეკონომიკურ და სავაჭრო საკითხთა ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ თავმჯდომარე სოსო გიორგაძე მცხეთის სათავო ოფისში საბერძნეთის რესპუბლიკის საელჩოს ეკონომიკურ და სავაჭრო საკითხთა ოფისის ხელმძღვანელსა და მრჩეველს, სპირიდონ იკონომუს შეხვდა
საქპატენტის რთველში ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრის ბავშვები მესამე წელია მონაწილეობენ
საქპატენტის მცხეთის სათავო ოფისის ვენახში რთველი გაიმართა. ყურძნის კრეფის პროცესში მონაწილეობდნენ საქპატენტის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე თანამშრომლებთან ერთად და ძეგვის წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის მონასტერთან არსებული სარეაბილიტაციო ცენტრის ბენეფიციარები, ასევე, მათი მშობლები და ცენტრის ხელმძღვანელი ნანა გოგოჭური
საქპატენტისა და საქართველოს ხელოვნების სასახლის თანამშრომლობის ფარგლებში ჟურნალ „მემატიანეს“ მეორე გამოცემა დაიბეჭდა
საქართველოს ხელოვნების სასახლეში სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალის - „მემატიანე“ მეორე ნომრის პრეზენტაცია გაიმართა. ჟურნალი დაიბეჭდა საქპატენტის პოლიგრაფიულ ბაზაზე, 2025 წლის დეკემბერში, საქპატენტსა და საქართველოს ხელოვნების სასახლეს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში
საქპატენტი გურჯაანის ღვინის ფესტივალის მხარდამჭერია
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - „საქპატენტი” გურჯაანის ღვინის ფესტივალის ერთგული მხარდამჭერია. უწყებამ ღონისძიების მეათე საიუბილეო წელს ფესტივალზე, ჩვეულებისამებრ, საქპატენტის საქმიანობის ამსახველი საექსპოზიციო კუთხე წარადგინა