საქპატენტში, ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ჩართულობით, Universal Music Group-სა და IPOA-ს წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ სათავო ოფისში საქპატენტს, ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაციას (IPOA), საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს წარმომადგენლებსა და ხმის ჩამწერი კომპანიის Universal Music Group-ის ვიცე-პრეზიდენტ რობერტ ბარუხს შორის შეხვედრა გაიმართა

სოსო გიორგაძე ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალურ დირექტორს დარენ ტანგს შეხვდა
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალური ასამბლეის რიგით 66-ე სესიის ფარგლებში, საქპატენტის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე WIPO-ს გენერალურ დირექტორს დარენ ტანგს შეხვდა. შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობდნენ ჟენევაში გაერთიანებული ერების განყოფილებასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა და საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო ჩიქოვანი

სოსო გიორგაძე ლისაბონის შეთანხმების ჟენევის აქტის საიუბილეო ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარე სოსო გიორგაძე სიტყვით გამოვიდა ლისაბონის შეთანხმების ჟენევის აქტის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე

საქართველოსა და ტაჯიკეთის რესპუბლიკის ინტელექტუალური საკუთრების უწყებებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალური ასამბლეის 66-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტისა“ და ტაჯიკეთის რესპუბლიკის ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის სამინისტროს სახელმწიფო დაწესებულების „პატენტებისა და ინფორმაციის ეროვნული ცენტრის“ ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა გაიმართა. საქართველოს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ საქპატენტის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე და თავმჯდომარის მოადგილე ნინო ჩიქოვანი, ხოლო ტაჯიკეთის მხრიდან – „პატენტებისა და ინფორმაციის ეროვნული ცენტრის“ დირექტორის მოადგილე პარვიზ რაჯაბზოდა.

სოსო გიორგაძე ყაზახეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრს შეხვდა
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალური ასამბლეის 66-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარე სოსო გიორგაძე ყაზახეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრს იერლან სარსემბაევს შეხვდა.

სოსო გიორგაძე ევროპის საპატენტო უწყების პრეზიდენტს ანტონიო კამპინოსს შეხვდა
ინტელექტუალური
საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალური ასამბლეის 66-ე სესიის ფარგლებში,
ევროპის საპატენტო უწყების პრეზიდენტმა ანტონიო კამპინოსმა საქმიანი ვახშამი გამართა,
სადაც, სხვა საპატიო სტუმრებთან ერთად, საქპატენტის თავმჯდომარეს სოსო გიორგაძესა და
თავმჯდომარის მოადგილეს ნინო ჩიქოვანს უმასპინძლა. ღონისძიება განკუთვნილი იყო იმ პარტნიორი
ქვეყნების ინტელექტუალური საკუთრების უწყებების ხელმძღვანელებისთვის, რომელთანაც
EPO-ს გაფორმებული აქვს ევროპული პატენტის ვალიდაციის შეთანხმება.

სოსო გიორგაძე ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალური ასამბლეის 66-ე სესიაზე იმყოფება
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ თავმჯდომარე სოსო გიორგაძე და თავმჯდომარის მოადგილე ნინო ჩიქოვანი ჟენევაში ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO), რიგით 66-ე გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობენ, რომელიც 8 ივლისს გაიხსნა.

საქპატენტმა საქართველოსა და ჩინეთის მთავრობებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ერთობლივი კომისიის მეორე სხდომაში მიიღო მონაწილეობა
ქალაქ პეკინში, საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ერთობლივი კომისიის მე-2 სხდომა გაიმართა. კომისიის სხდომაში მონაწილეობდა საქპატენტის სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის დეპარტამენტის უფროსი დარეჯან მჭედლიძე.
მცხეთაში საზაფხულო ბანაკი „ინტელექტუალური საკუთრება და ინოვაციები“ გაიმართა
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მისაქციელში 5-დღიანი საზაფხულო ბანაკი „ინტელექტუალური საკუთრება და ინოვაციები“ გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ: საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – „საქპატენტი“; თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური და ა(ა)იპ „თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრი“. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულმა 15-18 წლის ასაკის 37-მა მოზარდმა.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „საავტორო უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“
ავტორობით მომზადებულ საქართველოს კანონის პროექტს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ

