მთავარი
პუბლიკაციები
პატენტრწმუნებულები
დისტანციური სწავლება
ბიბლიოთეკა
ჩვენ შესახებ
კონტაქტი
ბმულები
ENGLISH

+995 32 2 25 25 33

განაცხადის მიღება და კონსულტაცია
ნ. რამიშვილის 4/31, თბილისი 0179, საქართველო info@sakpatenti.org.ge

© ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი "საქპატენტი", 2017
ანტიოქიის ქუჩა N5, მცხეთა 3300, საქართველო
მთავარი პუბლიკაციები პატენტრწმუნებულები დისტანციური სწავლება ბიბლიოთეკა ჩვენ შესახებ კონტაქტი ბმულები
  • ყველგან
  • სათაურები
  • გვერდები
Eng
პატენტი
დიზაინი
სასაქონლო ნიშანი
საავტორო უფლება
გეოგრაფიული აღნიშვნა
ახალი ჯიში

ზოგადი ინფორმაცია

  • პატენტი, გამოგონება და სასარგებლო მოდელი
  • საერთაშორისო განაცხადი (PCT)
  • საერთაშორისო საპატენტო კლასიფიკაცია (IPC)
  • კანონმდებლობა
  • კითხვა-პასუხი

პროცედურა

  • პროცედურის მიმოხილვა
  • განაცხადის შედგენა
  • ბლანკები
  • ელექტრონული განაცხადი
  • საფასურები
  • საერთაშორისო განაცხადი (PCT)

სერვისები

  • ძიება
  • ოფიციალური ბიულეტენი
  • წინასწარი ძიების სერვისი

კანონმდებლობა

  • კანონი
  • ინსტრუქცია

საერთაშორისო ხელშეკრულებები

  • პარიზის კონვენცია
  • ჰააგის აქტი (1960)
  • ჟენევის აქტი (1999)
  • ლოკარნოს შეთანხმება
  • TRIPS-ის შეთანხმება

განმცხადებლის გვერდი

  • კითხვა-პასუხი
  • საფასურები
  • ლოკარნოს კლასიფიკაცია
  • საგანაცხადო ბლანკი
  • საერთაშორისო რეგისტრაცია
  • ელექტრონული განაცხადი
  • ძიება

კანონმდებლობა

  • კანონი
  • ინსტრუქცია

საერთაშორისო ხელშეკრულებები

  • პარიზის კონვენცია
  • მადრიდის შეთანხმების ოქმი
  • TRIPS-ის შეთანხმება

განმცხადებლის გვერდი

  • კითხვა-პასუხი
  • ნიცის კლასიფიკაცია
  • ვენის კლასიფიკაცია
  • საყოველთაოდ ცნობილად აღიარებული ნიშნები
  • ელექტრონული განაცხადი
  • ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაცია
  • საფასურები
  • საგანაცხადო ბლანკები
  • ძიება

კანონმდებლობა

  • კანონი საავტორო უფლებების შესახებ

საერთაშორისო ხელშეკრულებები

  • ბერნის კონვენცია
  • რომის კონვენცია
  • შესრულებებისა და ფონოგრამების შესახებ ისმო-ს ხელშეკრულება (WPPT)
  • საავტორო უფლებების შესახებ ისმოს ხელშეკრულება (WCT)
  • TRIPS-ის შეთანხმება

განმცხადებლის გვერდი

  • კითხვა-პასუხი
  • ელექტრონული დეპონირება
  • საფასურები

კანონმდებლობა

  • კანონი
  • პრეზიდენტის ბრძანებულება

საერთაშორისო ხელშეკრულებები

  • პარიზის კონვენცია
  • TRIPS - ის შეთანხმება
  • ლისაბონის შეთანხმება
  • ორმხრივი შეთანხმებები

განმცხადებლის გვერდი

  • კითხვა-პასუხი
  • სახელმწიფო რეესტრი
  • ლისაბონის რეესტრი
  • საქართველოში დაცული უცხოური აღნიშვნები
  • საზღვარგარეთ დაცული ქართული აღნიშვნები
  • გეოგრაფიული აღნიშვნების რუკა
  • საფასურები
  • საგანაცხადო ბლანკები

ზოგადი ინფორმაცია

  • მცენარის ჯიში
  • ცხოველის ჯიში
  • ახალი ჯიშის დაცვა საზღვარგარეთ
  • კანონმდებლობა
  • კითხვა-პასუხი

პროცედურა

  • პროცედურის მიმოხილვა
  • განაცხადის შედგენა
  • ბლანკები
  • ელექტრონული განაცხადი
  • საფასურები
  • რეგისტრაცია საზღვარგარეთ (UPOV PRISMA)

სერვისები

  • ძიება
  • ოფიციალური ბიულეტენი
  • სიახლეები
  • ღონისძიებები



ივლისი 2017

28

ELSA-ს ინტელექტუალური საკუთრების სამართლის საზაფხულო სკოლის მონაწილეები საქპატენტში

დღეს, 28 ივლისს (2017წ.), საქპატენტის ცენტრალურ ოფისში იმყოფებოდნენ ELSA-ს ინტელექტუალური საკუთრების  სამართლის საზაფხულო სკოლის მონაწილეები, სადაც  მოისმინეს  საქპატენტის თავმჯდომარის ნიკოლოზ გოგილიძის ლექცია ორგანიზაციის საქმიანობისა და ფუნქციების შესახებ. საქპატენტში საზაფხულო სკოლის სტუდენტები, ასევე, ესწრებოდნენ ფორმალური ექსპერტიზის ჩატარების პროცესს და  პრაქტიკულ მაგალითზე მიიღეს ინფორმაცია უწყების სამუშაო სპეციფიკის შესახებ. ღონისძიების დასასრულს სტუდენტებს გადაეცათ ELSA-ს ინტელექტუალური საკუთრების  სამართლის საზაფხულო სკოლის მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

ივლისი 2017

24

ELSA-ს ინტელექტუალური საკუთრების სამართლის საზაფხულო სკოლა თბილისში

24 ივლისს (2017წ.)  ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციისა (ELSA) და საქპატენტის ორგანიზებით გაიხსნა სამართლის საზაფხულო სკოლა, სადაც  ევროკავშირის  14 ქვეყნის 40 სტუდენტი გაივლის ერთკვირიან აკადემიურ სასწავლო  კურსს  თემაზე „ინტელექტუალური საკუთრების სამართალი“.

ივლისი 2017

20

კონფერენცია „საქართველო კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ“

დღეს, 20 ივლისს (2017 წ.),  ბათუმში გაიხსნა რიგით მე-3 საერთაშორისო კონფერენცია „საქართველო კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ“, რომლის მიზანია საჯარო და კერძო სექტორის დიალოგის გაძლიერება კონტრაფაქციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებთან მიმართებაში, ეფექტური უწყებათაშორისი კოორდინაციის უზრუნველყოფა ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების მექანიზმებთან დაკავშირებით და  უცხო ქვეყნების გამოცდილების გაზიარება.

ივლისი 2017

20

საქართველოს ჩინეთის საპატენტო უწყების (SIPO) კომისრის მოადგილე ჰე ჟემინი ესტუმრა

დღეს, 20 ივლისს (2017წ.), ბათუმში გაიმართა საქპატენტის თავმჯდომარის ნიკოლოზ გოგილიძისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ინტელექტუალური საკუთრების სახელმწიფო უწყების (SIPO) კომისრის მოადგილის ჰე ჟემინის შეხვედრა, სადაც მხარეებმა განიხილეს  ორ  უწყებას შორის 

ივლისი 2017

13

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ქართული ადგილწარმოშობის დასახელება „ნაბეღლავი“დარეგისტრირდა

2017 წლის 13 ივლისს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მრეწველობისა  და ვაჭრობის სახელმწიფო ადმინისტრაციის (SAIC) სასაქონლო ნიშნების უწყების მიერ დარეგისტრირდა ქართული მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელება  „ნაბეღლავი“.

ივლისი 2017

10

საქპატენტის დელეგაციის ვიზიტი EUIPO-ში

დღეს, 10 ივლისს (2017.წ) დაიწყო  საქპატენტის დელეგაციის ტექნიკური ვიზიტი ალიკანტეში (ესპანეთი) , რომელიც მიზნად ისახავს EUIPO-სა და საქპატენტის ელექტრონული მმართველობის სისტემური განვითარებისა და ინტეგრაციის შემდეგ ეტაპს.

ივლისი 2017

07

სამუშაო შეხვედრა მცირე და საშუალო საწარმოების წარმომადგენლებთან

დღეს, 7 ივლისს (2017წ.), საქპატენტის წარმომადგენლები მართავენ შეხვედრას ქართველ მეწარმეებთან და აცნობენ  ინტელექტუალური საკუთრების მნიშვნელობას მცირე და საშუალო საწარმოებისათვის. სასტუმრო ,,რუმს ჰოტელ თბილისში“ მიმდინარე სამუშაო შეხვედრის მიზანია, ქართველი მეწარმეების დახმარება, ინტელექტუალური საკუთრების პორტფელის შემუშავება  მენეჯმენტში, რაც ხელს შეუწყობს ქართული კომპანიების კონკურენტუნარიანობის გაზრდას და არამატერიალური აქტივების სახით დამატებითი ეკონომიკური ღირებულების შექმნას.

ივლისი 2017

06

განცხადება

7 ივლისს, 2017 წ., სასტუმრო ,,რუმს ჰოტელ თბილისში“ მცირე და საშუალო საწარმოებისათვის გაიმართება სამუშაო შეხვედრა. შეხვედრის მიზანია, ქართველი მეწარმეების დახმარება, ინტელექტუალური საკუთრების პორტფელის შემუშავებას მენეჯმენტში, რაც ხელს შეუწყობს ქართული კომპანიების კონკურენტუნარიანობის გაზრდას და არამატერიალური აქტივების სახით, დამატებითი ეკონომიკური ღირებულების შექმნას. 

ივლისი 2017

06

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა გუნდი „Ultima Ratio „ - იმიტირებული სასამართლო პროცესის გამარჯვებულია

5 ივლისს (2017წ.),  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში,   ინტელექტუალური საკუთრების სამართალში იმიტირებული სასამართლო პროცესის მეოთხე, დასკვნითი ეტაპი გაიმართა. კონკურსის ფინალურ პაექრობაში წარსდგნენ თსუ -ს და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტების საუკეთესო სტუდენტები. გუნდებს შორის გამართულ შეჯიბრში გამარჯვება მოიპოვა თსუ -ს გუნდმა - Ultima Ratio . გამარჯვებულ სტუდენტებს ელისაბედ შენგელიას და ნინო ჯოხაძეს გადაეცათ „ელიტ ელექტრონიქსის“ 300 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი, ამასთან, გამარჯვებული გოგონები მეორე ფინალისტი გუნდის - Invictus   წევრებთან, ნინო ბერიშვილთან და დავით ჩაფიძესთან ერთად  გაივლიან სამთვიან სტაჟირებას  საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში - საქპატენტი.

ივნისი 2017

30

საერთაშორისო სიმპოზიუმი გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ

2017 წლის 29 ივნისიდან პირველი ივლისის ჩათვლით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ იანგჟოუში, იმართება მსოფლიო სიმპოზიუმი გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ, რომელიც ორგანიზებულია ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციისა (WIPO) და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მრეწველობის და ვაჭრობის სახელმწიფო ადმინისტრაციის (SAIC) მიერ. აღნიშნული სიმპოზიუმი, მსოფლიო მასშტაბით წარმოადგენს გეოგრაფიული აღნიშვნების დარგში უმნიშვნელოვანეს მოვლენას და ტარდება ყოველ ორ წელიწადში ერთხელ.  სიმპოზიუმის მიზანია, ფორუმის მოწყობა იდეების გაცვლის და გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვა/გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის მიზნით. სიმპოზიუმი, აგრეთვე უზრუნველყოფს ტექნიკურ წვდომას და ინფორმაციის გაზიარებას გეოგრაფიული აღნიშვნების სფეროში უახლესი მიღწევების შესახებ. სიმპოზიუმის მონაწილეებს სხვა გამომსვლელებთან ერთად, სიტყვით მიმართა საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილემ სოფიო მუჯირმა, რომელმაც წარმოადგინა მოხსენება თემაზე „ღვინის გეოგრაფიული აღნიშვნების მენეჯმენტი“.

  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13 (current)
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • »
განაცხადის მიღება და კონსულტაცია
ნ. რამიშვილის 4/31, თბილისი 0179, საქართველო info@sakpatenti.org.ge
+995 32 2 25 25 33
© ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი "საქპატენტი", 2017
ანტიოქიის ქუჩა N5, მცხეთა 3300, საქართველო