პატენტი, გამოგონება, სასარგებლო მოდელი, საავტორო და მომიჯნავე უფლებები, მათი წარმოშობა, დაცვა და გამოყენების გზები - იმ თემების ჩამონათვალია, რომელსაც გაეცნენ ევროპისა და ქუთაისის უნივერსიტეტების წარმომადგენლები, საქპატენტის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტრენინგზე. სასწავლო აქტივობაში, რომელსაც უძღვებოდნენ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ ტუტორები, მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტების სამართლის, ბიზნესის და მედიცინის ფაკულტეტის წარმომადგენლებმა.
საქართველოს ინოვაციების ეკოსისტემის და მისი მონაწილე უწყებების გაცნობის მიზნით, საქართველოში ვიზიტით იმყოფებიან ინოვაციების, სამეცნიერო თანამშრომლობისა და ინტერნაციონალიზაციის ხელშემწყობი ციფრული აკადემია „SPICI“-ის დელეგაცია. ვიზიტის ფარგლებში, ნეაპოლის ფედერიკო II-ის სახ. უნივერსიტეტის ტექნოპარკის ბაზაზე მოქმედი, საერთაშორისო აქსელერაციისა და მეწარმეობის ცენტრი „SPICI“ საქპატენტის სათავო ოფისს ეწვია, ინოვაციების ხელშეწყობის მიზნით საქპატენტის მიერ განხორციელებული აქტივობების გასაცნობად.
საქართველოში რეგისტრირებულ ადგილწარმოშობის დასახელებების რეესტრს მალე „ოყურეშის უსახელოური“ დაემატება. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრში - "საქპატენტი" ღვინის ახალი ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაციის პროცედურა ბოლო ეტაპზეა.
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ და ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) თანამშრომლობით, EUIPO-ს აკადემიის ელექტრონული სწავლების პორტალზე, პირველად განთავსდა არაევროკავშირის წევრი ქვეყნის ენაზე შემუშავებული ქართულენოვანი კურსი, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების შესახებ პროექტის (EUGIPP) ფარგლებში შემუშავდა და ხელმისაწვდომია ყველა მსურველისთვის.
ინტელექტუალური საკუთრების კომერციალიზაცია და მართვა, კომპანიების არამატერიალური აქტივების იდენტიფიცირება, გამოწვევები და დაძლევის გზები არის, საქპატენტში მიმდინარე 2 დღიანი ტრენინგის მთავარი თემები, რომლებსაც უწყების თანამშრომლებს აცნობს ინტელექტუალური საკუთრების უცხოელი ექსპერტი ელისონ ორი. საქართველოსა და ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების შესახებ პროექტის (EUGIPP) ფარგლებში მიმდინარე ღონისძიება მიზნად ისახავს, საქპატენტის თანამშრომლების გადამზადება წინასწარი დიაგნოსტიკის მომსახურების გაწევის უზრუნველსაყოფად.
კონკურსი სახელწოდებით „იყავი ინოვაციური, უკეთესი მომავლისთვის!“ ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების კვირეულის ფარგლებში ჩატარდა. კონკურსის ერთ-ერთი მთავარი პირობა, რომელიც ყველაზე უკეთ გორის #8 საჯარო სკოლის მოსწავლეებისგან შემდგარმა გუნდმა დააკმაყოფილა, იყო შემდეგი: ინფოგრაფიკაზე დასატანი შინაარსობრივი მხარე ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღის თემატიკასთან ყოფილიყო შემხებლობაში. გამარჯვებულის გამოვლენის და დაჯილდოების საზეიმო ცერემონია 27 აპრილს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა.
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საქპატენტში გაიმართა ღონისძიება, სადაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (სტუ) სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს უმასპინძლეს და საზეიმო ვითარებაში „ინტელექტუალური საკუთრების შესახებ“ 20 საათიანი კურსის წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცეს.
2022 წლის 26 აპრილს, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გადაწყვეტილებით, WIPO-ს წევრი სახელმწიფოები, ინტელექტუალური საკუთრების პოლიტიკის გამტარებელი უწყებები მთელს მსოფლიოში, შემდეგი სლოგანის ირგვლივ გაერთიანდებიან: „ინტელექტუალური საკუთრება და ახალგაზრდობა: ინოვაცია უკეთესი მომავლისათვის“. წელს, ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კამპანიის ფარგლებში, ყურადღება გამახვილდება ინოვაციებსა და შემოქმედებაზე, რომელთა მამოძრავებელი ძალაც არის ახალგაზრდა თაობა და მათი ბრწყინვალე გონება. სწორედ ახალგაზრდების უშრეტი ენერგიის, ნოვატორული იდეების, მიზანდასახულობის, კრეატიული აზროვნების ერთობლიობამ და მწვანე ტექნოლოგიური განვითარებისკენ მიმართულმა ხედვამ უნდა გარდაქმნას მსოფლიო მდგრადი და უკეთესი მომავლისკენ.
საფრთხე რომელსაც წარმოადგენს ყალბი პროდუქცია ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის, იქნება მთავარი თემა რიგით მე-6, საერთაშორისო კონფერენციაზე „საქართველო კონტრაფაქციის წინააღმდეგ“, რომელიც ივლისში, ბათუმში პირისპირ რეჟიმში გაიმართება. კონფერენციის ორგანიზებაში საქპატენტს ამერიკის შეერთებული შტატების კომერციული სამართლის განვითარების პროგრამა (CLDP) ეხმარება. შეხვედრის მიზანია კერძო და საჯარო სექტორებს შორის დიალოგის გაღრმავება, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და უფლებების აღსრულების მიმართულებით დაინტერესებულ პირებს შორის ეფექტური თანამშრომლობის ხელშეწყობა.
ISO 9001:2015 სერტიფიცირების პროცესის ფარგლებში, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ თანამშრომლებმა, ადამიანური რესურსების (HR) შეფასებისა და ხელშეწყობის ტრენინგების სერიაში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც მიზნად ისახავს, უწყების საშემსრულებლო დონის გაძლიერებას, მაღალი სტანდარტებისა და გამართული სისტემის დანერგვას. სერტიფიცირების პროცესი ხორციელდება ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ევროკავშირისა და საქართველოს ერთობლივი პროექტის (EUGIPP)“ მხარდაჭერით.