სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი გატყობინებთ, რომ 2022 წლის 31 მარტის 11:00 საათიდან შეფერხებულია ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების განაცხადებზე საქმის წარმოების ელექტრონული სისტემის მუშაობა.
ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსის (DL101GE) 2021 წლის საშემოდგომო სესიის წარჩინებით დასრულება ათ სტუდენტს, საქპატენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მანანა ფრუიძემ მიულოცა და საზეიმო ვითარებაში მათ გადასცა სერტიფიკატები და მთავარი საჩუქარი - ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) აკადემიის სპეციალიზებული კურსის უსასყიდლოდ გავლის შესაძლებლობა.
ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაცვის მნიშვნელობას და სფეროს მარეგულირებელ კანონმდებლობას გაეცნობიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (სტუ) იურიდიული ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტები, რომლებიც დღეიდან საქპატენტში გაივლიან სალექციო კურსს „ინტელექტუალური საკუთრების შესახებ“. საქპატენტის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებულ აქტივობას, რომელიც ხუთდღიან სალექციო სწავლებას მოიცავს, WIPO-ს აკადემიის მიერ სერტიფიცირებული საქპატენტის ტუტორები უძღვებიან. კურსი ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.
ახალციხის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული გუნდი „GoGeoGo“, ათასწლეულის ინოვაციის 2020 წლის კონკურსში მესამე საპრიზო ადგილზე გასული გუნდია, რომელმაც გამარჯვება მოიპოვა საქართველოში ტრანსპორტის განრიგის შესახებ ინფორმაციის მარტივად მოსაპოვებელი მობილური აპლიკაციის შექმნისთვის. გამარჯვების აღსანიშნავად, საქპატენტის მენეჯმენტმა შეხვედრა გამართა გუნდის წევრებთან და ათასწლეულის ფონდის წარმომადგენლებთან.
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრთან - საქპატენტთან არსებულ სააპელაციო პალატაში დასრულდა დავა, რომელიც მიმდინარეობდა „მაკდონალდ'ზ ინტერნეშენელ პროპერტი კომპანის“ მიერ შემოტანილი საჩივრის საფუძველზე. McDonald's-ი ეწინააღმდეგებოდა სასაქონლო ნიშნების -„მაკროლის“ და ”MacRoll“-ის რეგისტრაციას.
ტრენინგის კომპონენტების განსაზღვრა, ტრენინგ-საჭიროებების
გამოვლენა და შეფასება, რაც უზრუნველყოფს შიდა თუ გარე აუდიტორიაზე გათვლილი სასწავლო
აქტივობების უკეთ დაგეგმვასა და განხორციელებას არის მიზანი საქპატენტში ამ დღეებში მიმდინარე ხუთდღიანი
ტრენინგის. ღონისძიების ორგანიზატორია საქპატენტის სასწავლო ცენტრი და ინტელექტუალური
საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) აკადემია და მასში მონაწილეობას იღებენ WIPO-ს
აკადემიის მიერ სერტიფიცირებული საქპატენტის სასწავლო ცენტრის ტუტორები და სასწავლო
ცენტრის თანამშრომლები.
ონლაინ კონტრაფაქციასთან დაკავშირებულ საკითხებზე ვირტუალური
მრგვალი მაგიდა შედგა სასაქონლო ნიშნების საერთაშორისო ასოციაციის (INTA) ანტიკონტრაფაქციული
კომიტეტის ინიციატივითა და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის
თანაორგანიზატორობით. სასაქონლო ნიშნების მფლობელთა უფლებების დაცვის ხელშეწყობისკენ
მიმართული ტრადიციული ღონისძიება, სფეროს პროფესიონალებს შორის სასაქონლო ნიშნების
თემაზე აქტუალური ინფორმაციის გაზიარებას უწყობს ხელს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებელთა
დაცვის და კეთილსინდისიერი კომერციული საქმიანობის პრინციპების დანერგვას.
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის - სეუ და საქპატენტის სასწავლო ცენტრის აქტიური საგანმანათლებლო თანამშრომლობის ფარგლებში, ჩატარდა საჯარო ლექცია „ინტელექტუალური საკუთრების შესახებ“, სადაც სეუ-ს ბიზნესისა და სამართლის სტუდენტებმა, უნივერსიტეტის აკადემიურმა პერსონალმა მიიღეს ინფორმაცია ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებისა და დარგში მოქმედი კანონმდებლობის შესახებ.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებისათვის სასაქონლო ნიშნების შესახებ ტრენინგი ჩატარდა. სწავლება მიზნად ისახავდა საჯარო რეესტრის წარმომადგენლებისათვის სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციის პროცედურების კუთხით გამოცდილების გაზიარებას, მათ შორის საფირმო დასახელებებისა და სასაქონლო ნიშნების დაცვის სამართლებრივი საკითხების გაცნობას.
„საქართველოს, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის“ 2019 წლის 21 ოქტომბერს ხელმოწერილი შეთანხმების ფარგლებში ვაჭრობის საკითხებზე კომიტეტის პირველი შეხვედრა გაიმართა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, 24 თებერვალს გამართულ კომიტეტის სხდომის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, მანანა ფრუიძემ.