საქართველოში სასწავლო ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების წარმომადგენლებს საქპატენტში უმასპინძლეს. სტუმრები გაეცნენ საქართველოს გამოცდილებას გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ.
საქპატენტის ორგანიზებით, ევროკავშირისა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების შესახებ პროექტის (EUGIPP) ფარგლებში, ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის დიზაინის ექსპერტებისთვის, უფლებამფლობელებისა და მოსარგებლეებისთვის გაიმართა სემინარი „დიზაინის ეროვნულ და საერთაშორისო განაცხადებზე ექსპერტიზის ჩატარების შესახებ“. შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ დიზაინის ექსპერტიზის ახალ სახელმძღვანელოს და მიიღეს დაწვრილებითი ინფორმაცია პრაქტიკაში მისი გამოყენების თაობაზე.
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის -„საქპატენტის“ სასწავლო ცენტრი ორგანიზებას უწევს ტრენინგს „საავტორო უფლებები“ საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლებისთვის. ტრენინგის ფარგლებში, ბანკის თანამშრომლები მიიღებენ ინფორმაციას საავტორო უფლებების ყველა იმ ძირითად საკითხზე, რაც მათ საქმიანობის პროცესში ესაჭიროებათ.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, შვეიცარიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალურ დირექტორს, დარენ ტანგს შეხვდა.
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი მანანა ფრუიძე, დღეს, სიტყვით წარსდგა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) წევრი სახელმწიფოების გენერალური ასამბლეის გახსნაზე.
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო ჩიქოვანმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ინტელექტუალური საკუთრების სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილესთან, სანან ტაპდიგოვთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
საქართველო - აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის რიგით მე-8 სხდომის ფარგლებში, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის, გეოგრაფიული აღნიშვნების ურთიერთაღიარებისა და დაცვის შესახებ შეთანხმების გაფორმების საკითხი განიხილეს.
მომავალი თაობის ინოვაციური უნარების წახალისების მიზნით, EPO-ს ყოველწლიურ კონკურსს -„ევროპელი გამომგონებლის ჯილდო“, 2022 წელს ემატება ახალი ნომინაცია - „ახალგაზრდა გამომგონებელთა პრიზი“. ეს პრიზი განკუთვნილია ახალგაზრდა ინოვატორებისთვის, რომლებიც მუშაობენ ისეთი ტექნოლოგიური ინოვაციების შექმნაზე, რომელიც ხელს უწყობს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას.
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი შეუერთდა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) მიერ ადმინისტრირებად ელექტრონულ სისტემას DAS-ს (Digital Access Service), რომელიც სისტემაში ჩართულ ინტელექტუალური საკუთრების უწყებებს საშუალებას აძლევს უსაფრთხოდ, ელექტრონული სახით, გაცვალონ პარიზის კონვენციით გათვალისწინებული, პრიორიტეტთან დაკავშირებული დოკუმენტაცია.