საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის 2021-2024წწ. სტრატეგიის დოკუმენტის შექმნაში უწყებას გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ეხმარება. მიმდინარე პროექტის განხილვისა და სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვის მიზნით, საქპატენტის თავმჯდომარე მინდია დავითაძე საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მუდმივ წარმომადგენელს საბინე მახლს შეხვდა.
„ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსის (DL101GE)“ საშემოდგომო სესიის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს საქპატენტში უმასპინძლეს. ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციიისა (WIPO) და საქპატენტის ერთობლივი სერტიფიკატები მონაწილეებს საზეიმო ვითარებაში გადასცეს საქპატენტის თავმჯდომარემ მინდია დავითაძემ და გაეროს მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში საბინე მახლმა.
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის თანამშრომლები ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი თანამშრომლის ქალბატონი მაია ჯინჭარაძის მოულოდნელი გარდაცვალების გამო და სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახსა და ახლობლებს.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ტვინინგის პროექტის (GE/16 ENI EC 0318) - ‘’საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების ეფექტური დაცვისა და კონტროლის სისტემის დანერგვა“ ფარგლებში, საქპატენტმა Amazon-თან, Ebay-სთან, Alibaba-სთან და Rakuten-თან ურთიერთთანამშრომლობის შესახებ შეთანხმება უნდა გააფორმოს. აღნიშნულ საკითხზე იმსჯელეს 30 მარტს, პროექტის მმართველი კომიტეტის რიგით მე-7 შეხვედრაზე.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ტვინინგის პროექტის (GE/16 ENI EC 0318) - ‘’საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების ეფექტური დაცვისა და კონტროლის სისტემის დანერგვა“ ფარგლებში, საქპატენტი იწყებს ორი ახალი გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციაზე მუშაობას. აღნიშნულ საკითხზე იმსჯელეს 30 მარტს, პროექტის მმართველი კომიტეტის რიგით მე-7 შეხვედრაზე.
საქპატენტი ინტელექტუალური საკუთრების სფეროთი დაინტერესებულ ნებისმიერ პირს, გაძლევთ შესაძლებლობას დისტანციურად, უფასოდ და ქართულ ენაზე გაიაროთ ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსი, მიიღოთ საერთაშორისო სერტიფიკატი და, სურვილის შემთხვევაში, განაგრძოთ ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის სხვა სპეციალიზებული კურსების შესწავლა.
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა - „საქპატენტმა“ გამოაქვეყნა პრაქტიკის დოკუმენტი, რომელიც ეხება ინტერნეტით დიზაინებზე ინფორმაციის გახსნის შეფასების კრიტერიუმებს და შეიცავს რეკომენდაციებს აღნიშნულთან დაკავშირებით.
კრეატიულ ინდუსტრიაში ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების სისტემის გაუმჯობესებაზე საქპატენტი და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) თანამშრომლობას იწყებენ. ამ მიზნით, 25 მარტს, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - ,,საქპატენტი“ თავმჯდომარემ მინდია დავითაძემ და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელმა მარკ მაკკორდიმ ხელი მოაწერეს მემორანდუმს ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.
საქპატენტის მიერ შემუშავებული სასწავლო ღონისძებების ფარგლებში, უწყების სასწავლო ცენტრმა, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) ბიბლიოთეკის თანამშრომლებისთვის, საავტორო უფლებების შესახებ სამუშაო შეხვედრა გამართა. მიზნობრივი ჯგუფისთვის საგანგებოდ შექმნილი კომპლექსური ტრენინგი მოიცავს საავტორო უფლებებთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხს, რომელთა ცოდნა ხელს შეუწყობს სეუ-ს საბიბლიოთეკო საქმიანობაში საავტორო უფლებებით დაცული ნაწარმოებების კანონიერად გამოყენებას.
აჭარის რეგიონში გეოგრაფიული აღნიშვნებით ნიშანდებული პროდუქტების განსაზღვრის მიზნით, საქპატენტის თავმჯდომარე მინდია დავითაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს გიორგი სურმანიძეს შეხვდა. საქპატენტის ინიციატივაა, აჭარული ჩლეჩილისა და მაჭახელას თაფლის შემდეგ, გეოგრაფიული აღნიშვნების სახელმწიფო რეესტრს დაემატოს კიდევ სხვა განსაკუთრებული ხარისხის, თვისებებისა და რეპუტაციის მქონე აჭარული პროდუქტები.