ევროპის სამართლის სტუდენტთა ასოციაციაციის თბილისის ჯგუფისა (ELSA-Tbilisi) და საქპატენტის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, სამართლის საზაფხულო სკოლა დღეს, 13 ივლისს (2020 წ.) გაიხსნა. ყოველწლიური ღონისძიება, რომლის მიზანია ევროპელი და ქართველი სტუდენტების ცნობიერების ამაღლება ინტელექტუალური საკუთრების დარგში, კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის პირობებში დისტანციურ რეჟიმში იფუნქციონირებს.
მოზარდებში ინტელექტუალური საკუთრების მიმართულებით ცნობიერების ამაღლების მიზნით, საქპატენტის სასწავლო ცენტრმა ჩაატარა დისტანციური ლექცია, სადაც „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს“ პროგრამის „იყავი მეწარმე“ მონაწილეები გაეცნენ ინტელექტუალური საკუთრების როლს და მისი დაცვის მექანიზმებს სამეწარმეო საქმიანობაში.
მოგესალმებით!
მე - მინდია დავითაძე, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრის - საქპატენტის თავმჯდომარემ, სიამაყით მინდა განვაცხადო: ჩვენი უწყება მსოფლიოს იმ ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაციების სიაშია, რომელიც კორონავირუსის პანდემიის დროს შეუფერხებლად ფუნქციონირებს.
ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყება (EUIPO) და მასთან არსებული აკადემია საქპატენტის სასწავლო ცენტრს დაეხმარება ონლაინ პლატფორმის შექმნაში, სასწავლო მასალების შემუშავებასა და სტაჟირების პროგრამის დანერგვაში - საკითხები განისაზღვრა EUIPO-ს აკადემიის და საქპატენტის სასწავლო ცენტრის წარმომადგენლების დისტანციურ შეხვედრაზე.
ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის სასწავლო ცენტრი ინტელექტუალური საკუთრების სფეროთი დაინტერესებულ პირებს სასწავლო პროგრამების ახალ კატალოგს შესთავაზებს.
ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაზე - Eflow-ზე გადადის.
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტი სააპელაციო პალატამ განიხილა საჩივარი, სადაც განმცხადებელი მოითხოვდა სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას. განმცხადებელს უარი ეთქვა კომბინირებული (ლოგო და სახელწოდება) სასაქონლო ნიშნის „ბარბარე ჯორჯაძე“ რეგისტრაციაზე. ექსპერტი დაეყრდნო „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „თ“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმად სასაქონლო ნიშანი არ რეგისტრირდება, თუ იგი შეიცავს საქართველოში ცნობილი პიროვნების სახელს, ფსევდონიმს, ფაქსიმილეს, პორტრეტს და ეს საკითხი არ არის შეთანხმებული ამ პიროვნებასთან ან მის მემკვიდრეებთან, თუკი ისინი საქართველოს ისტორიისა და კულტურის კუთვნილებაა – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს თანხმობის გარეშე.
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარე, მინდია დავითაძე, ევროპის საპატენტო უწყების (EPO) პრეზიდენტს, ანტონიო კამპინოსს, დისტანციურ რეჟიმში შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, უწყებების ხელმძღვანელმა პირებმა, საქართველოს ევროპის საპატენტო ორგანიზაციაში გაწევრიანების პერსპექტივა განიხილეს.
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების უწყების ახალმა თავმჯდომარემ, მინდია დავითაძემ, აშშ-ს განვითარების საერთაშორისო სააგენტოს (USAID) საქართველოს მისიის დირექტორს უმასპინძლა. პიტერ ვიბლერისა და საქპატენტის თავმჯდომარის გაცნობითი შეხვერდა ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ოფისში შედგა.
საქმიანობის ეფექტიანობის, პროდუქტიულობისა და ეკონომიურობის გაზრდის მიზნით, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში „საქპატენტი“, კონტროლის ახალი მექანიზმი შემუშავდა. უწყების სტრუქტურაში გატარებული ცვლილების შედეგად, რამდენიმე დღეა ფუნქციონირება დაიწყო შიდა აუდიტის დეპარტამენტმა, რომელიც საქმიანობას დამოუკიდებლობის, ობიექტურობისა და კონფიდენციალურობის პრინციპების სრული დაცვით განახორციელებს.