გვსურს გაცნობოთ, რომ ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციიისა (WIPO) და სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის თანამშრომლობით, ქართულ ენაზე, უფასოდ ხელმისაწვდომი გახდა, WIPO აკადემიის დისტანციური სწავლების კურსი „ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსი (DL101GE)“.
დღეს, 23 სექტემბერს (2019წ.) თბილისში OriGIn-ის 2019 წლის კონფერენციაზე შეიკრიბა 30 ქვეყნის ორასი დელეგატი. ,,მოხარული ვართ იმით, რომ კიდევ ერთხელ ვიხილეთ ჩვენი წევრების მონაწილეობა და ენთუზიაზმი, რომლებიც შეიკრიბნენ იმ მიზნით, რომ გადახედონ ბოლო კონფერენციაზე განხორციელებულ სამუშაოს და დასახონ oriGIn-ის მომავალი საქმიანობის გეგმები. ეს იმის დასტურია, რომ oriGIn გეოგრაფიული აღნიშვნების სფეროში გლობალური დებატების მნიშვნელოვანი მონაწილეა. ჩვენი წევრების სახელით მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს საქპატენტს და oriGIn საქართველოს, რომელთაც უდიდესი ძალისხმევა გამოიჩინეს ამ სამდღიანი შეხვედრის ორგანიზებისათვის.
დღეს, 17 სექტემბერს (2019წ.), ქალაქ თელავში, ისტორიული მუზეუმის ეზოში, მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი - 2019-ის ფარგლებში სამეცნიერო პიკნიკი გაიმართა, რომელშიც ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა - საქპატენტმაც მიიღო მონაწილეობა.
დღეს, 16 სექტემბერს - (2019წ.), საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში - საქპატენტი, დაიწყო ინტელეტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის(WIPO) პროფესიული განვითარების კურსი -გეოგრაფიულ აღნიშვნების შესახებ. WIPO-ს აკადემიისა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებულ, ინგლისურენოვან საერთაშორისო სასწავლო კურსს - „გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ“, წელს მესამედ ტარდება საქართველოში.
მონღოლური კომპანიის ,,ტავანბოგდ ინტერნეიშენალის” (Tavanbogd International LLC) მიერ, მონღოლეთის ტერიტორიაზე არაკეთილსინდისიერი განზრახვით რეგისტრირებული ქართული ადგილწარმოშობის დასახელება ,,ქინძმარაული“, ქართული ღვინის ჯიშების „საფერავი“, „რქაწითელი“ და ნიშანი „ალაზნის ველი“ ბათილად იქნა ცნობილი.
დღეს, 25 ივლისს (2019 წ.), ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის სათაო ოფისში, გაიმართა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მიმდინარე დაძმობილების პროექტის (GE/16 ENI EC 0318) ‘’საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების ეფექტური დაცვისა და კონტროლის სისტემის დანერგვის“ მმართველი კომიტეტის რიგით მეორე შეხვედრა, სადაც წარდგენილ იქნა პროექტის მომდევნო 6 თვის სამუშაო გეგმა და შესრულებული სამუშაოები.
დღეს 20 ივლისს (2019წ.), ქალაქ ბათუმში, ქართველი მოსამართლეების მონაწილეობით მიმდინარეობს სამუშაო შეხვედრა თემაზე: "სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვა ინტელექტუალური საკუთრების საქმეებთან დაკავშირებით", რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) და საქართველოში ამერიკის საელჩოს ორგანიზებით იმართება.
18 ივლისს (2019 წ.), საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტისა და ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) ორგანიზებით, გაიხსნა საერთაშორისო კონფერენცია ,,საქართველო კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ“.
საერთაშორისო საზაფხულო სამართლის სკოლამ დღეს, 5 ივლისს, მუშაობა დაასრულა. საქპატენტის მცხეთის სათაო ოფისში სკოლის 25 კურსდამთავრებულს, რომლებმაც მოისმინეს აღნიშნული კურსი თემაზე „ინტელექტუალური საკუთრების სამართალი“, გადაეცათ სკოლის სასწავლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დიპლომები.
საერთაშორისო საზაფხულო სამართლის სკოლა თემაზე „ინტელექტუალური საკუთრების სამართალი“ უკვე მეოთხედ ტარდება საქართველოში. ღონისძიება ხორციელდება ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველოს (ELSA Georgia), ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის, ინტელექტულუარი საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) თანამშრომლობით.