2 – 4 მარტს (2017 წ.) სტამბულში მოეწყო გამოგონებების საერთაშორისო გამოფენა , სადაც 24 ქვეყნის 264 ორგანიზაციასთან ერთად მონაწილეობდა ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი. გამოფენაზე 4207 რეგისტრირებული ვიზიტორისთვის წარმოადგინეს 324 გამოგონება.
27 თებერვალს გაიხსნა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის - ინტელექტუალური საკუთრებისა და გენეტიკური რესურსების, ტრადიციული ცოდნისა და ფოლკლორის სამთავრობათაშორისო კომიტეტის 33-ე სხდომა.
2017 წლის 27 თებერვალს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში გამარჯვებული გუნდი გამოავლინა. ცამეტ ფინალისტ გუნდს შორის, პროექტით „გეოლოგიური საფრთხეები“, კონკურსში გამარჯვებული „სმართ ქიდს“ აშშ–ში, NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამას გაივლის. გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ღონისძიებათა დარბაზში გაიმართა. წელს ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მეორე ადგილზე ორი გუნდი გავიდა - „ბორჯღალმობილი“, პროექტით „მთვარის როვერის ძრავა“ და „17“ - პროექტით „მაგნიტური ლიფტი“.
19-23 დეკემბერს (2016), ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციისა (ისმო) და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - ,,საქპატენტის“ ორგანიზებით, საქართველოს ინტელექტუალუი საკუთრების სასწავლო ცენტრის ტრენერებისთვის ტრენინგის მეორე ეტაპი - „სწავლების საბაზისო მეთოდოლოგიები“ ჩატარდა.
13 – 14 დეკემბერს (2016 წ.), საქპატენტს საქმიანი ვიზიტით ეწვია ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) დელეგაცია, ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორის კორნელია მუსას ხელმძღვანელობით.
საქპატენტისა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ დაფუძნებული „OriGin - საქართველო“ გახდა გლობალური ალიანსის „OriGin“ - ის წევრი და საქმიანობას მისი ლოგოთი გააგრძელებს. სასაქონლო ნიშნის გამოყენებაზე სალიცენზიო შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია, შედგა დღეს, 28 ოქტომბერს (2016 წ.), თბილისში მიმდინარე კონფერენციის „ბრენდინგის სტრატეგიების“ ფარგლებში.