ინტელექტუალური
საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალური
ასამბლეის 64-ე სესიის ფარგლებში, საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ შეხვედრა
გამართა WIPO-ს გენერალურ დირექტორთან დარენ ტანგთან.
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის
(WIPO) გენერალური ასამბლეის 64-ე სესიის ფარგლებში ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) წარმომადგენლებმა ჟენევაში შეხვედრა გამართეს აღმოსავლეთ
პარტნიორობის ქვეყნების ინტელექტუალური საკუთრების უწყებების ხელმძღვანელებთან. შეხვედრას
ესწრებოდნენ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე და თავმჯდომარის მოადგილე
ნინო ჩიქოვანი.
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის WIPO-ს
გენერალური ასამბლეის 64-ე სესიის ფარგლებში საქპატენტის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე
ჟენევაში გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის საერთაშორისო ალიანსის (oriGIn) მმართველ
დირექტორს მასიმო ვიტორის შეხვდა.
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალური ასამბლეის 64-ე სესიის ფარგლებში საქპატენტის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ინტელექტუალური საკუთრების უწყების ხელმძღვანელს კომისიონერ შენ ჩანგიუსა და ჩინეთის დელეგაციას შეხვდა.
ჟენევაში, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქპატენტის თავჯდომარემ სოსო გიორგაძემ და თავმჯდომარის მოადგილემ ნინო ჩიქოვანმა შეხვედრა გამართეს სასაქონლო ნიშნების საერთაშორისო ასოციაციის (INTA) პრეზიდენტთან ჟომარი ფრედერიკსთან და აღმასრულებელ დირექტორთან ეტიენ სანს დე აჩედოსთან.
საქართველოს დელეგაცია, რომელსაც ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარე
სოსო გიორგაძე ხელმძღვანელობს, WIPO-ს გენერალური ასამბლეის 64-ე სესიას ესწრება.
ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის (ELSA) საერთაშორისო საზაფხულო სამართლის სკოლა 2023 დასრულდა. 5 დღის
განმავლობაში 7 ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტების სამართლის ფაკულტეტის 11 სტუდენტმა
საქპატენტის სასწავლო ცენტრში სპეციალიზებული პროგრამა გაიარა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა
საკითხების შესწავლას ინტელექტუალური საკუთრების სისტემის შესახებ. სამართლის საზაფხულო
სწავლება საქართველოში, რომელიც ELSA-ს ეგიდითა და საქპატენტის მხარდაჭერით იმართება,
მიზნად ისახავს სამართლის ფაკულტეტების სტუდენტებში
ინტელექტუალური საკუთრების დარგის მიმართ ინტერესის გაღვივებასა და, ასევე, ამ სფეროში
ცოდნის გაღრმავებას.
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ
ცენტრსა და შვეიცარიის კონფედერაციის ეკონომიკურ საქმეთა სახელმწიფო სამდივნოს (SECO)
შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს. საქართველოს მხრიდან მემორანდუმს
ხელი მოაწერა საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ, ხოლო შვეიცარიის მხრიდან -
შვეიცარიის კონფედერაციის ელჩმა საქართველოში ჰაიდი გრაუმ. ხელმოწერის ცერემონია
საქპატენტის სათავო ოფისში ჩატარდა.
2023 წლის გეოგრაფიული აღნიშვნების მსოფლიო სიმპოზიუმის მუშაობა დასრულდა.
ღონისძიება, რომელიც საქპატენტისა და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის
(WIPO) ორგანიზებით თბილისში გაიმართა, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში ერთ-ერთი
უმნიშვნელოვანესი და მასშტაბური გლობალური ფორუმია, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ ტარდება.
გეოგრაფიული აღნიშვნების მსოფლიო სიმპოზიუმის ფარგლებში, საქპატენტის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე, ორიჯინ-ჯორჯიას დირექტორთან, დავით გაბუნიასთან ერთად oriGIn -ის პრეზიდენტს რიკარდო დესერტის და მის თანმხლებ პირებს შეხვდა. შეხვედრა მიზნად ისახავს მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის სისტემის განვითარებაზე მიმართული ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებას.