საქპატენტის სასწავლო ცენტრში ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო სასწავლო პროგრამას მიმდინარე წელს 14 ქვეყნის წარმომადგენელი გაივლის
საქპატენტის ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და გადამზადების ცენტრში მიმდინარეობს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციისა (WIPO) და საქპატენტის ერთობლივი საერთაშორისო სასწავლო კურსი გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ. საქპატენტი აღნიშნულ პროგრამას, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, წელს უკვე მერვედ ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ გეოგრაფიული აღნიშვნების სფეროში საქართველოს წარმატებული გამოცდილებისა და დაგროვილი ცოდნის გათვალისწინებით, საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც WIPO-ს აკადემიის გადაწყვეტილებით ყოველწლიურად ხორციელდება გეოგრაფიული აღნიშვნების ერთობლივი პროგრამა.

საქპატენტმა ISO 9001:2015 სასერტიფიკაციო აუდიტი გაიარა და უმაღლესი შეფასება დაიმსახურა
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა – „საქპატენტმა“, ფუნქციონირების მაღალი სტანდარტის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების მიზნით, საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2015 სასერტიფიკაციო აუდიტი გაიარა და უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.
სტუდენტებმა ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტიდან ინტელექტუალური საკუთრების შესახებ სწავლება საქპატენტის სასწავლო ცენტრში გაიარეს
ევროპის სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტის სტუდენტებმა ინტელექტუალური საკუთრების შესახებ სწავლება საქპატენტის ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და გადამზადების ცენტრში გაიარეს. ინტელექტუალური საკუთრების სამართლის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა 2016 წლიდან „ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველოსა“ (ELSA Georgia) და საქპატენტის თანამშრომლობით ყოველწლიურად ხორციელდება და მასში მონაწილეობა მიღებული აქვს 200-ზე მეტ სტუდენტს ევროკავშირის სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტიდან.
ცესკო-მ საქპატენტის თანამშრომლებს საარჩევნო სიახლეები და ელექტრონული ტექნოლოგიები გააცნო
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ თანამშრომლებთან საარჩევნო ტექნოლოგიების შესახებ საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით საქპატენტი თავის უფლება-მოვალეობებს წარმატებით ახორციელებს
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა
საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ 2024 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია,
რომ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი -„საქპატენტი“ ადმინისტრირებას
უწევს სასაქონლო ნიშნების, საავტორო უფლებების, პატენტებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების
გაცემისა და მართვის მარეგულირებელ სისტემას.

სოსო გიორგაძე ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალურ დირექტორს დარენ ტანგს შეხვდა
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალური ასამბლეის
რიგით 65-ე სესიის ფარგლებში, საქპატენტის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე WIPO-ს გენერალურ
დირექტორს დარენ ტანგს შეხვდა.

სოსო გიორგაძემ WIPO-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ყაზახეთის რესპუბლიკის დელეგაციასთან შეხვედრა გამართა
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალური ასამბლეის 65-ე სესიის ფარგლებში, შეხვედრა გამართა ყაზახეთის დელეგაციასთან. შეხვედრას ესწრებოდნენ ყაზახეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბოტაგოზ ჟაკსელეკოვა, ყაზახეთის იუსტიციის სამინისტროს ინტელექტუალური საკუთრების დეპარტამენტის უფროსი შოლპან აბდრიევა და ყაზახეთის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე აიდინ არტიკოვა, საქპატენტის მხრიდან კი - გამოგონებისა და ახალი ჯიშების დეპარტამენტის უფროსი, მერი მაჭარაშვილი.
საქპატენტის თავმჯდომარე ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) აღმასრულებელ დირექტორს ჟოაო ნეგრაოს შეხვდა
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარე სოსო გიორგაძე ჟენევაში WIPO-ს რიგით 65-ე ასამბლეის ფარგლებში, ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) აღმასრულებელ დირექტორს ჟოაო ნეგრაოს და EUIPO-ს ინსტიტუციური და თანამშრომლობის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა.

საქპატენტმა და ევროპის საპატენტო უწყებამ (EPO) ორწლიანი საერთო სამოქმედო გეგმა დაამტკიცა - სოსო გიორგაძემ და ანტონიო კამპინოსმა დოკუმენტს ჟენევაში მოაწერეს ხელი
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალური ასამბლეის რიგით 65-ე სესიის ფარგლებში, საქპატენტის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე ევროპის საპატენტო უწყების (EPO) პრეზიდენტს ანტონიო კამპინოსს შეხვდა.
საქპატენტში მატერიალური საარქივო მასალების გაციფრულების პროცესი დაიწყო
საქპატენტში საქართველოს ეროვნული არქივის წარმომადგენლები უწყების მატერიალური დოკუმენტაციის სამეცნიერო-ტექნიკურ დამუშავებას შეუდგნენ. საქპატენტი ეროვნული არქივის სარეკომენდაციო სტანდარტით ხელმძღვანელობს, რომლის მიხედვით არქივის ფორმირება ითვალისწინებს საქპატენტის დაფუძნებიდან დღემდე არსებული დოკუმენტაციის ექსპერტიზას, აღწერათა შედგენასა და გასანადგურებლად გამოყოფილ დოკუმენტებზე მაკულატურის აქტის გაფორმებას.


