საქონლისა და მომსახურების საერთაშორისო კლასიფიკაციის დასათაურებები (ნიცის კლასიფიკაცია 11-ე რედაქცია).
საქონლისა და მომსახურების საერთაშორისო კლასიფიკაციაში (ნიცის კლასიფიკაცია) განხორციელდა ცვლილებები. შესაბამისად საქონლისა და მომსახურების საერთაშორისო კლასიფიკაციის დასათაურებები (ნიცის კლასიფიკაცია 11-ე რედაქცია):
კლასი 1 |
სამრეწველო და სამეცნიერო დანიშნულების, ფოტოგრაფიაში, სოფლის მეურნეობაში, მეტყევეობასა და მებაღეობაში გამოსაყენებელი ქიმიური ნივთიერებები; დაუმუშავებელი სინთეზური ფისები, დაუმუშავებელი პლასტმასები; ცეცხლმქრობი შედგენილობები და ხანძარსაწინააღმდეგო შედგენილობები; ქიმიური ნივთიერებები წრთობისა და რჩილვისათვის; ცხოველის კანისა და ტყავის სათრიმლავი შედგენილობები; მრეწველობაში გამოსაყენებელი მწებავი ნივთიერებები; საგოზავი და სხვა შემავსებლები; კომპოსტი, სასუქები, ნიადაგის გამანოყიერებლები; ბიოლოგიური ნივთიერებები მრეწველობასა და მეცნიერებაში გამოყენებისთვის. |
კლასი 2 |
საღებავები, ლაკები; ლითონის კოროზიის და მერქნის დაშლისგან დამცავი ნივთიერებები; საღებავები; მელანი ბეჭდვისთვის, მარკირების ან გრავირებისთვის; დაუმუშავებელი ბუნებრივი კაუჩუკი; სამხატვრო-დეკორატიული დანიშნულებისა და მხატვრული ბეჭდვისათვის განკუთვნილი ლითონები ფურცლოვანი და ფხვიერი სახით. |
კლასი 3 |
არასამკურნალო კოსმეტიკური პრეპარტები და ტუალეტის პრეპარატები; არასამკურნალო კბილის პასტები და კბილის ფხვნილები; პარფიუმერია, ეთერზეთები; მათეთრებელი პრეპარატები და სხვა სარეცხი საშუალებები; საწმენდი, საპრიალებელი, სახეხი და აბრაზიული პრეპარატები. |
კლასი 4 |
სამრეწველო ზეთები და საპოხი მასალა, ცვილი; საპოხი მასალები; მტვრის მშთანთქმელი, დამტენიანებელი და შემკრავი შედგენილობები; საწვავი და გამანათებლები; სანთლები და პატრუქები განათებისთვის. |
კლასი 5 |
ფარმაცევტული, სამედიცინო და ვეტერინარული პრეპარატები; სამედიცინო დანიშნულების ჰიგიენური პრეპარატები; სამედიცინო ან ვეტერინარული გამოყენებისთვის ვარგისი დიეტური საკვები და ნივთიერებები, საკვები ჩვილებისთვის; დიეტური დანამატები ადამიანებისა და ცხოველებისთვის; ლეიკოპლასტირი, სახვევი მასალა; კბილების დასამაგრებელი მასალა, სტომატოლოგიური ცვილი; სადეზინფექციო საშუალებები; მავნე მწერების გასანადგურებელი პრეპარატები; ფუნგიციდები, ჰერბიციდები. |
კლასი 6 |
ჩვეულებრივი ლითონები და მათი შენადნობები, მადანი; ლითონის მასალები შენობებისა და ნაგებობებისთვის; ლითონის შენობები, ტრანსპორტირებადი; ჩვეულებრივი ლითონისგან დამზადებული არაელექტრული კაბელები და სადენები; ლითონისგან დამზადებული მცირე ზომის საგნები (კავეულობა); ლითონის კონტეინერები დასაწყობების ან ტრანსპორტირებისთვის; სეიფები. |
კლასი 7 |
მანქანები და მანქანადანადგარები, სიმძლავრეზე მომუშავე მანქანადანადგარები; მოტორები და ძრავები, სახმელეთო ტრანსპორტის მოტორებისა და ძრავების გარდა; გადასაბმელი და გადამცემი კომპონენტები მანქანებისთვის, სახმელეთო ტრანსპორტისთვის განკუთვნილის გარდა; სასოფლო-სამეურნეო ინსტრუმენტები, ხელის იარაღების გარდა; ინკუბატორები კვერცხებისთვის; ავტომატური სავაჭრო აპარატები. |
კლასი 8 |
ხელის იარაღები და ხელის ინსტრუმენტები; მჭრელი იარაღები; პირადი იარაღი, ცეცხლსასროლი იარაღის გარდა; სამართებლები. |
კლასი 9 |
სამეცნიერო, საკვლევი, სანავიგაციო, გეოდეზიური, ფოტოგრაფიული, კინემატოგრაფიული, აუდიოვიზუალური, ოპტიკური, აწონვის, გაზომვის, სიგნალიზაციის, გამოსავლენი, ტესტირების, ინსპექტირების, სამაშველო და სასწავლო აპარატურა და ინსტრუმენტები; აპარატურა და ინსტრუმენტები ელექტროობის გადაცემის, გადართვების, გარდაქმნის, დაგროვების, განაწილების ან გამოყენების რეგულირების ან მართვისთვის; აპარატურა და ინსტრუმენტები ხმის ან გამოსახულების ჩაწერის, გადაცემის, აღწარმოების ან დამუშავებისთვის; მონაცემების მაგნიტური მატარებლები, ჩასაწერი დისკები, ციფრული ან ანალოგიური ჩამწერი ან დამმახსოვრებლები; მონეტებზე მომუშავე აპარატების მექანიზმები; სალარო აპარატები, მთვლელი მოწყობილობები; კომპიუტერები და კომპიუტერის პერიფერიული მოწყობილობები; მყვინთავის სამოსი, მყვინთავის ნიღბები, მყვინთავის ყურსაცობები, ცხვირის სამაგრები მყვინთავებისა და მოცურავეებისთვის, მყვინთავის ხელთათმანები, სასუნთქი აპარატურა წყალქვეშა ცურვისთვის; ცეცხლმქრობი მოწყობილობები. |
კლასი 10 |
ქირურგიული, სამედიცინო, სტომატოლოგიური და ვეტერინარული აპარატურა და ინსტრუმენტები; ხელოვნური კიდურები, თვალები და კბილები (პროთეზები); ორთოპედიული საგნები; მასალა ქირურგიული ნაკერის დადებისთვის; უნარშეზღუდული ადამიანების საჭიროებებზე მორგებული თერაპიული და დამხმარე მოწყობილობები; აპარატურა მასაჟისთვის; აპარატურა, მოწყობილობები და საშუალებები ჩვილი ბავშვებისთვის; აპარატურა, მოწყობილობები და საშუალებები სექსუალური აქტივობისთვის. |
კლასი 11 |
განათების, გათბობის, გაგრილების, ორთქლწარმოების, საჭმლის მომზადების, საშრობი, სავენტილიაციო, წყალმომარაგების და სანიტარული აპარატურა და დანადგარები. |
კლასი 12 |
სატრანსპორტო საშუალებები ხმელეთზე, ჰაერში და წყალზე გადასაადგილებელი აპარატები. |
კლასი 13 |
ცეცხლსასროლი იარაღი; საბრძოლო მასალა და ჭურვები; ფეთქებადი ნივთიერებები; ფოიერვერკი (პიროტქნიკა). |
კლასი 14 |
კეთილშობილი ლითონები და მათი შენადნობები; საიუველირო ნაწარმი, ძვირფასი და ნახევრადძვირფასი ქვები; საათები და ქრონომეტრული ინსტრუმენტები. |
კლასი 15 |
მუსიკალური ინსტრუმენტები; მუსიკალური სტენდები და სტენდები მუსიკალური ინსტრუმენტებისთვის; სადირიჟორო ჯოხები. |
კლასი 16 |
ქაღალდი და მუყაო; ნაბეჭდი მასალა; საამკინძაო მასალა; ფოტოფირები; საკანცელარიო და საოფისე საკუთვნო, ავეჯის გარდა; საკანცელარიო და საყოფაცხოვრებო დანიშნულების წებოები; მხატვრების საკუთვნო და სახატავი მასალა; სახატავი ფუნჯები; სასწავლო და სადემონსტრაციო მასალა; პლასტმასის ფურცლები, ფირები და ტომრები, როგორც შესაფუთი მასალა; ტიპოგრაფიული შრიფტები, ტიპოგრაფიული კლიშეები. |
კლასი 17 |
დაუმუშავებელი და ნახევრადდამუშავებული რეზინი, გუტაპერჩი, გუმფისი, აზბესტი, ქარსი და ყველა ამ მასალის შემცვლელები; პლასტმასები და რეზინი დაპრესილი ფორმით წარმოებაში გამოსაყენებლად; დასაგმანი, შემაკავებელი და საიზოლაციო მასალა; არალითონური დრეკადი მილები და შლანგები. |
კლასი 18 |
ტყავი და ტყავის იმიტაციები (შემცვლელები); ცხოველთა ტყავები; საბარგო და სამგზავრო ჩანთები; საწვიმარი და მზისგან დამცავი ქოლგები; ხელჯოხები; მათრახები, ღვედები და უნაგირები; საყელურები, საბელები და სამოსი ცხოველებისთვის. |
კლასი 19 |
არალითონური მასალა მშენებლობისა და კონსტრუქციებისთვის; არალითონური ხისტი მილები მშენებლობისთვის; ასფალტი, ფისი, გუდრონი და ბიტუმი; არალითონური ტრანსპორტირებადი ნაგებობები; ძეგლები, არალითონური. |
კლასი 20 |
ავეჯი, სარკეები, სურათის ჩარჩოები; არალითონური კონტეინერები, დასაწყობების ან ტრანსპორტირებისთვის; დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული ძვლები, რქები, ვეშაპის ულვაში და სადაფი; ნიჟარები; სეპიოლიტი (ზღვის ქაფი, ხვირთქლი); ყვითელი ქარვა. |
კლასი 21 |
საოჯახო ან სამზარეულოს ნივთები და ჭურჭელი; სამზარეულოს და სუფრის ჭურჭეულობა, დანების, ჩანგლების და კოვზების გარდა; ჯაგრისები და ღრუბლები; ფუნჯები, სამხატვრო ფუნჯების გარდა; ჯაგრისის დასამზადებლი მასალა; საწმენდი საგნები; დაუმუშავებელი და ნახევრადდამუშავებული შუშა, სამშენებლო შუშის გარდა; შუშის, ფაიფურის და კერამიკის (თიხის) ნაწარმი. |
კლასი 22 |
თოკები და თასმები; ბადეები; კარვები და ბრეზენტები; ქსოვილის ან სინთეტიკური მასალის ტენტები; იალქნები, აფრები; ტომრები დიდი მოცულობის მასალის დასაწყობებისა და ტრანსპორტირებისთვის; ვატინა, საბალიშე და სატენი მასალა ქაღალდის, მუყაოს, რეზინის ან პლასტმასის მასალის გარდა; დაუმუშავებელი ბოჭკოვანი საფეიქრო მასალა და მათი შემცვლელები. |
კლასი 23 |
ნართი და ძაფები, საფეიქრო დანიშნულების. |
კლასი 24 |
ქსოვილები და მათი შემცვლელები; საოჯახო თეთრეული; ფარდები ქსოვილის ან პლასტმასის. |
კლასი 25 |
ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, თავსაბურავი. |
კლასი 26 |
მაქმანები და ნაქარგები, ლენტები და თასმები და საგალანტერიო ლენტები; ღილები, დუგმები, ქინძისთავები და ნემსები; ხელოვნური ყვავილები; მოსართავები თმისთვის; პარიკები. |
კლასი 27 |
ხალიჩები, ფარდაგები, ჭილოფები, საჭილოფე მასალა, ლინოლეუმი და იატაკის საფარი სხვა მასალა; გობელენები, არაქსოვილური. |
კლასი 28 |
თამაშობები, სათამაშოები და სათამაშო საგნები; ვიდეო-თამაშების აპარატურა; სატანვარჯიშო და სპორტის საკუთვნო; საშობაო ნაძვისხის მოსართავები. |
კლასი 29 |
ხორცი, თევზი, ფრინველი და ნანადირევი; ხორცის ექსტრაქტები; დაკონსერვებული, გაყინული, გამხმარი და მოხარშული ან შემწვარი ხილი და ბოსტნეული; ჟელეები, ხილფაფები, კომპოტები; კვერცხი; რძე, ყველი, კარაქი, იოგურტი და რძის სხვა პროდუქტები; საკვები ზეთები და ცხიმები. |
კლასი 30 |
ყავა, ჩაი, კაკაო და ყავის შემცვლელები; ბრინჯი, მაკარონი და ატრია; ტაპიოკა და საგო; ფქვილი და მარცვლეულის პროდუქტი; პურ-ფუნთუშეული, მაკარონი და საკონდიტრო ნაწარმი; შოკოლადი; ნაყინი, შარბათი, და სხვა საკვები ყინული; შაქარი, თაფლი, ბადაგი; საფუარი, საცხობი ფხვნილები; მარილი, სანელებლები, საკაზმები, დაკონსერვებული მწვანილი; ძმარი, საწებლები და სხვა საკაზმი; ყინული (გაყინული წყალი). |
კლასი 31 |
დაუმუშავებელი და დამუშავებული სოფლის მეურნეობის, მებაღეობის და მეტყევეობის პროდუქტი; ნედლი და დაუმუშავებელი მარცვლეული და თესლეული; ახალი ხილი და ბოსტნეული, ახალი მწვანილი; ბუნებრივი მცენარეულობა და ყვავილები; სათესლე ბოლქვები და თესლი; ცოცხალი ცხოველები; ცხოველთა საკვები და სასმელი; ალაო. |
კლასი 32 |
ლუდი; არაალკოჰოლური სასმელები; მინერალური და გაზიანი წყლები; ხილის სასმელები და წვენები; სიროფები და სხვა არაალკოჰოლური შედგენილობები სასმელების დასამზადებლად. |
კლასი 33 |
ალკოჰოლური სასმელები, ლუდის გარდა; ალკოჰოლური შედგენილობები სასმელების დასამზადებლად. |
კლასი 34 |
თამბაქო და თამბაქოს შემცვლელები; სიგარეტები და სიგარები; ელექტრონული სიგარეტები და პირის აეროზოლები მწეველთათვის; მწეველთა საკუთვნო; ასანთი. |
კლასი 35 |
რეკლამა; ბიზნესის მართვა; ბიზნესის ადმინისტრირება; საოფისე მომსახურება. |
კლასი 36 |
დაზღვევა; ფინანსური საქმიანობა; ფულად-საკრედიტო საქმიანობა; უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა. |
კლასი 37 |
სამშენებლო მომსახურება; სამონტჟე და სარემონტო მომსახურება; სამთო მოპოვება, ნავთობისა და გაზის ჭაბურღილები. |
კლასი 38 |
სატელეკომუნიკაციო მომსახურება. |
კლასი 39 |
ტრანსპორტირება; საქონლის შეფუთვა და დასაწყობება; მოგზაურობის ორგანიზება. |
კლასი 40 | მასალათა დამუშავება; ნარჩენებისა და ნაგვის გადამუშავება; ჰაერის გასუფთავება და წყლის დაწმენდა; ბეჭვდითი მომსახურება; საკვებისა და სასმელის კონსერვაცია. |
კლასი 41 |
განათლება; სასწავლო პროცესის უზრუნველყოფა; გართობა; სპორტული და კულტურული ღონისძიებები. |
კლასი 42 |
სამეცნიერო და ტექნოლოგიური მომსახურება და მათთან დაკავშირებული სამეცნიერო კვლევები და ნაშრომები; სამრეწველო ანალიზი, სამრეწველო კვლევა და სამრეწველო დიზაინი; ხარისხის კონტროლისა და ავთენტურობის დადგენის სამსახური; კომპიუტერებისა და კომპიუტერული პროგრამების შექმნა და განვითარება. |
კლასი 43 |
საკვებით და სასმელით უზრუნველყოფა; დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფა. |
კლასი 44 |
სამედიცინო მომსახურება; ვეტერინარული მომსახურება; ჰიგიენური და კოსმეტიკური მომსახურება ადამიანებისა და ცხოველებისთვის; მომსახურება სოფლის მეურნეობის, მებაღეობისა და მეტყევეობის სფეროში. |
კლასი 45 |
იურიდიული მომსახურება; მატერიალური ქონებისა და პიროვნებების ფიზიკური დაცვის სამსახური; პერსონალური და სოციალური მომსახურება, გაწეული სხვათა მიერ ინდივიდების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. |