ევროკავშირისა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ერთობლივი პროექტის (EUGIPP) ფარგლებში განხორციელებულმა ერთ-ერთმა კომპონენტმა - „კრეატიულობა და ინტელექტუალური საკუთრება საქართველოს სკოლებში", წარმატებული პროექტის ყველა კომპონენტი დააკმაყოფილა და უმაღლესი შეფასება მიიღო.დასკვნითი ღონისძიება საქპატენტის თავმჯდომარე მინდია დავითაძესთან ერთად გახსნა ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების აღმასრულებელმა დირექტორმა - კრისტიან არშამბომ, საქართველოში ევროკავშირის ოფისის წარმომად...
საქპატენტის სათავო ოფისში გაიმართა საქპატენტის თავმჯდომარის, მინდია დავითაძის შეხვედრა ევროპული ბიზნეს ასოციაციის გენერალურ დირექტორთან, დევიდ ლოურენს ლისთან, სადაც მხარეებმა ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმებსა და პერსპექტივებზე. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ერთობლივი პროექტების შემუშავების საკითხს - საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ცნობიერების გაზრდისა და საქპატენტის თანამშრომლების პროფესიული განვითარების მიმართულებით. ევროპული ბიზნეს ასოციაცია (EBA) საქართველოში...
თანამშრომლობის გეგმებსა და ერთობლივი პროექტების შემუშავებაზე ისაუბრეს საქპატენტის თავმჯდომარემ, მინდია დავითაძემ და საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, დიეგო კოლასმა შეხვედრაზე, რომელიც საქპატენტის სათავო ოფისში გაიმართა.„საფრანგეთის გამოცდილების გაზიარება უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყანაში გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის განვითარებისა და ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებისათვის“ - აღნიშნა ელჩთან საუბრისას მინდია დავითაძემ.ამჟამად ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ტვინინგის პროექტი, რომლის...
ღვინის ეროვნულ მუზეუმში, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ თავმჯდომარემ, მინდია დავითაძემ ხელი მოაწერა „ქვევრის“ გეოგრაფიულ აღნიშვნად რეგისტრაციის მოწმობას, რომელიც საზეიმო ვითარებაში გადაეცა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს - ლევან დავითაშვილს.„ქვევრი“ პირველი არასასურსათო პროდუქტია, რომელიც გეოგრაფიული აღნიშვნების სახელმწიფო რეესტრს დაემატა. მისი გეოგრაფიულ აღნიშვნად რეგისტრაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს მის განსაკუთრებულ კავშირს ჩვენი ქვეყნის ისტორიას, კ...
ინტელექტუალური საკუთრების დარგის მიმართულებით სასამართლო სისტემის გაძლიერებაზე საქპატენტის თავმჯდომარე მინდია დავითაძემ და იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორმა ვანო ბოლქვაძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ისაუბრეს, რომელიც „მართლმსაჯულების სახლში“ გაიმართა. „ქვეყანაში ინტელექტუალური საკუთრების სისტემის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია დარგის პროფესიონალთა, მათ შორის მოსამართლეთა ინსტიტუტის გაძლიერება, ვინაიდან სასამართლო სისტემა ის მნიშვნელოვანი ქვაკუთხედია, რომელიც ხელს უწყობს დარგის...
საქპატენტის ხელმძღვანელი ისრაელის საელჩოს ესტუმრა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ისრაელის ელჩმა საქართველოში, რან გიდორმა და საქპატენტის თავმჯდომარემ, მინდია დავითაძემ სამომავლო თანამშრომლობის სფეროები განიხილეს და ერთობლივი პროექტების ინიცირების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.შეხვედრისას მინდია დავითაძემ წუხილი გამოხატა ისრაელში განვითარებული მოვლენების გამო და იმედი გამოთქვა, რომ უმოკლეს ვადებში სიტუაცია რეგიონში განიმუხტება და მოსახლეობა შეძლებს მშვიდობიან და სტაბილურ გარემოში თანაცხოვრება...
ინტელექტუალური საკუთრების უწყებაში იტალიის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ენრიკო ვალვოს უმასპინძლეს. შეხვედრაზე უწყების ხელმძღვანელმა მინდია დავითაძემ დიპლომატს გააცნო საქპატენტის საქმიანობა, მიმდინარე პროექტები და გამოხატა თანამშრომლობის სურვილი იტალიის რესპუბლიკის საპატენტო და სასაქონლო ნიშნების ოფისთან.შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქპატენტისა და იტალიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობას, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ტვინინგის პროექტის (GE/16...
ინტელექტუალური საკუთრების გაკვეთილებზე მიღებული ცოდნა მოსწავლეებმა კრეატიულად გამოხატეს ღონისძებაზე, რომელიც დასკვნითი ეტაპი იყო ევროკავშირისა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ერთობლივი პროექტის (EUGIPP) ფარგლებში განხორციელებული ერთ-ერთი კომპონენტის - „კრეატიულობა და ინტელექტუალური საკუთრების სწავლება საქართველოს სკოლებში", რომელიც მიმართული იყო ინტელექტუალური საკუთრების საბაზისო განათლების სისტემაში ინტეგრირების ხელშეწყობისკენ. საქართველოს მასშტაბით პროექტში ჩართული იყო 6 სა...
საქპატენტმა და საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რომლის მიზანია ინსტიტუციური თანამშრომლობის ფარგლებში ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება, რომლებიც მიმართულია ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების პოპულარიზაციისა და განვითარებისკენ, ასევე სტუდენტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობისა და კვალიფიციური კადრების მომზადებისკენ. მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქპატენტის თავმჯდომარემ, მინდია დავითაძ...
ინტელექტუალური საკითხების დარგში სტუდენტთა პროფესიული განვითარებისა და ცოდნის გაღრმავებისკენ მიმართული სასწავლო აქტივობების დანერგვის მიზნით, საქპატენტმა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი განაახლეს, რომელსაც საქპატენტის თავმჯდომარემ, მინდია დავითაძემ და თსუ-ს რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ მოაწერეს ხელი. მემორანდუმი ითვალისწინებს ინტელეტუალური საკუთრების ზოგადი კურსის (DL101GE) გავლის შედეგად სტუდენტებისთვის შესაბამისი კრედიტების მინიჭებას, რაც ხელს შეუ...