საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის საქმიანობის ფარგლებში, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მინდია დავითაძემ კომიტეტის თავმჯდომარეს დავით სონღულაშვილს უწყების პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო.შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს პარლამენტში 8 თებერვალს გაიმართა, მხარეებმა განიხილეს საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების სისტემის განვითარებისათვის მიმდინარე პროექტები. ასევე, საუბარი შე...
2020 წლის 29 დეკემბერს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში გამარჯვებული გუნდები გამოავლინა. საქპატენტმა დააჯილდოვა მესამე ადგილზე გასული ახალციხის საჯარო სკოლის გუნდი პროექტისთვის მობილური აპლიკაცია „GoGeoGo“. პროგრამა დაეხმარება საქართველოში ჩამოსულ უცხოელ ტურისტებსა და ადგილობრივ მაცხოვრებლებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის შესახებ საჭირო ინფორმაციის მოპოვებაში.საქპატენტის გადაწყვეტილებითა და დაფინანსებით გუნდის წევრები ისრაელის ერთ-ერთი წამყვანი ტექ...
„ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ევროკავშირისა და საქართველოს ერთობლივი პროექტის (EUGIPP)“ ფარგლებში, საქპატენტისთვის ISO 9001:2015 სერტიფიკატის მოსაპოვებლად სამუშაოები იწყება. აღნიშნული საკითხის განსახილველად საქპატენტის თავმჯდომარე მინდია დავითაძე EUGIPP პროექტის ხელმძღვანელს ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ოფისის (EUIPO) საერთაშორისო თანამშრომლობისა და იურიდიულ საკითხთა დეპარტამენტის წარმომადგენელს იბონ ორმაზაბალს შეხვდა. EUGIPP-ს საქპატენტთან ერთად, EUIPO ახორციელებს და საქართველ...
ეკონომიკისა და ვაჭრობის საკითხებში აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მაღალი დონის პლატფორმის შენარჩუნების მიზნით, საქართველოში ვირტუალური ვიზიტით მყოფი აშშ-ს კომერციის დეპარტამენტის მდივნის თანაშემწის მოადგილე დევიდ დე ფალკო საქპატენტის თავმჯდომარეს მინდია დავითაძეს შეხვდა.შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს აშშ-ს მთავრობის მხარდაჭერით ინტელექტუალური საკუთრების სფეროს განვითარებისთვის განხორციელებული პროექტები. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“...
2021 წელს WIPO-ში საქართველოს წარმომადგენლობის გაზრდა და ცენტრალური ევროპისა და ბალტიის ქვეყნების რეგიონული ჯგუფის (CEBS) კოორდინატორობის საკითხი იყო მთავარი თემა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალური მდივნის – დარენ ტანგისა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ თავმჯდომარის მინდია დავითაძის შეხვედრაზე, რომელიც დისტანციურ რეჟიმში შედგა დღეს, 8 დეკემბერს.ინტელექტუალური საკუთრების უწყებების ხელმძღვანელმა პირებმა შეხვედრაზე შეაჯა...
ბიზნესისთვის ხარჯების შემცირების და დამატებითი სარგებლის მიღების შესაძლებლობის გაზრდის მიზნით, რაც კერძო სექტორში დატოვებს მინიმუმ 700 000-მდე ლარს, საქპატენტი შეღავათის დაწესების ინიციატივით გამოდის. კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის პერიოდში, საქართველოს მთავრობის მხრიდან ბიზნესის მხარდასაჭერი დამატებითი ღონისძიებების პაკეტის ფარგლებში, ინტელექტუალური საკუთრების უწყება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციისთვის დადგენილ საფასურებზე, განაცხადების ელექტრონულად წარდგენის შემთხვევაში, გაავრცელებს 50%-ი...
მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება სასაქონლო ნიშნებთან მიმართებაში – სასაქონლო ნიშნების საერთაშორისო ასოციაციის (INTA) ყოველწლიური შეხვედრა დღეს, 16 ნოემბერს გაიხსნა და დისტანციურ რეჟიმში იმართება. საქართველოს დელეგაცია, რომელსაც საქპატენტის თავმჯდომარე მინდია დავითაძე ხელმძღვანელობს, 16-დან 20 ნოემბრის ჩათვლით მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებში, მათ შორის, საგანმანათლებლო, გაცნობითი ხასიათის და სამუშაო ჯგუფების შეხვედრებში.INTA-ს ყოველწლიური შეხვედრა წარმოადგენს საუკ...
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) წევრი ქვეყნების ყოველწლიური ასამბლეა წელს ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართა, სადაც საქპატენტისა და ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) პირველი პირების შეხვედრა შედგა. EUIPO-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, კრისტიან არშამბომ და საქპატენტის თავმჯდომარემ, მინდია დავითაძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით გათვალისწინებული მიმდინარე პროექტები დისტანციურ რეჟიმში მიმოიხილეს და სამომავლო გეგმები დასახეს.შეხვედრაზე განიხილეს „ევროკა...
სინგაპურის ინტელექტუალური საკუთრების უწყებას (IPOS) ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. კოლეგასთან პირველი შეხვედრა საქპატენტის თავმჯდომარემ, მინდია დავითაძემ დისტანციურ რეჟიმში გამართა.ორმხრივი შეხვედრის დროს, 2020 წლის 9 ოქტომბერს, მინდია დავითაძემ გაახმოვანა სურვილი მეტად გააქტიურდეს თანამშრომლობა ორ უწყებას შორის, ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მნიშვნელობისა და როლის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად.„მსოფლიოს 10 ყველაზე ინოვა...
საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების განათლების ხარისხიანი სისტემის შექმნაში საქპატენტს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) აკადემია დაეხმარება. უწყების მხარდაჭერაზე მზაობა გაცხადდა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების უწყების თავმჯდომარის მინდია დავითაძისა და აკადემიის ხელმძღვანელის შერიფ საადალას შეხვედრის დროს, რომელიც დისტანციურ რეჟიმში გაიმართა 2020 წლის 7 ოქტომბერს.შეხვედრაზე თანამშრომლობის პრიორიტეტულ საკითხებს შორის WIPO-ს აკადემიის ხელმძღვანელმა დაასახელა ინტელექ...