გეოგრაფიული აღნიშვნების სახელმწიფო რეესტრში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან, „ტენილის“, „მესხური ჩეჩილის“, „ბორჯომის“, „მიტარბის“ და „ახალქალაქის კარტოფილის“ შემდეგ ახალი გეოგრაფიული აღნიშვნა დაემატა - „ნინოწმინდის თაფლი“. ეს ნიშნავს, რომ აღნიშნული პროდუქტის განსაკუთრებული ხარისხი, თვისებები და რეპუტაცია, რომელიც განპირობებულია სამცხე-ჯავახეთის რეგიონისთვის დამახასიათებელი გარემო პირობებითა და ადამიანური ფაქტორით, აღიარებულია სახელმწიფო დონეზე.საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული...
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) წევრი სახელმწიფოების 61-ე გენერალური ასამბლეა წელს ჰიბრიდულ რეჟიმში მიმდინარეობს. საქართველოს დელეგაცია, რომელსაც ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის თავმჯდომარე მინდია დავითაძე ხელმძღვანელობს, ღონისძიებაში დისტანციურ რეჟიმში მონაწილეობს. WIPO-ს ახლად არჩეულ გენერალურ დირექტორს დარენ ტანგს, მოქმედ გენერალურ დირექტორს ფრენსის გარის და WIPO-ს წევრი 193 ქვეყნის დელეგაციას, მინდია დავითაძემ...
საერთაშორისო სასწავლო კურსი „გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ“ წელს დისტანციურ რეჟიმში იმართება. კურსს, რომელიც ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) პროფესიული განვითარების პროგრამის (PDP) ნაწილია, მეოთხე წელია საქპატენტი უწევს ადმინისტრირებას.ინფორმაციას გეოგრაფიული აღნიშვნების სამართლებრივი დაცვის მექანიზმების, დაცვის სხვადასხვა სამართლებრივი სისტემების და საერთაშორისო პრაქტიკის, მათ შორის საქართველოს გამოცდილების შესახებ, წელს17 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს ინტელექ...
საქპატენტის მიერ გამოქვეყნებული პრაქტიკის დოკუმენტებს დღეს პატენტრწმუნებულები, ინტელექტუალური საკუთრების დარგში მოქმედი იურისტები და საქპატენტის თანამშრომლები ეცნობიან. სემინარი, რომელიც ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ევროკავშირისა და საქართველოს ერთობლივი პროექტის (EUGIPP) ფარგლებში მიმდინარეობს, მიზნად ისახავს განმცხადებლების, ექსპერტებისა და ნებისმიერი სხვა დაინტერესებული პირებისთვის გამჭვირვალობის, იურიდიული სიცხადისა და პროგნოზირების გაზრდას სასაქონლო ნიშნებისა და დიზაინის განაცხადები...
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციიისა (WIPO) და საქპატენტის თანამშრომლობით ქართულ ენაზე შემუშავდა „ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსი (DL101GE)“, რომელსაც დღეს უკვე 500-მდე კურსდამთავრებული ჰყავს. საგაზაფხულო სესიის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს საქპატენტის თავმჯდომარემ უმასპინძლა და საზეიმოდ გადასცა WIPO-ს აკადემიის სერტიფიკატები. მინდია დავითაძემ სტუდენტებს გააცნო უწყების გადაწყვეტილება მათთვის WIPO-ს აკადემიის მაღალი საფეხურის სწავლების კურსის (DL 302) დაფინანსებ...
ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის სასწავლო ცენტრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს - ანა დალაქიშვილი, ინტელექტუალური საკუთრების სამართლის მაგისტრის ხარისხს ფლობს. მისი დარგში 8 წლიანი მუშაობის სტაჟი, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციაში (WIPO) მუშაობის გამოცდილებასაც მოიცავს.ახალი ხელმძღვანელი ჰყავს სასწავლო ცენტრის პროგრამების მართვის გუნდს - ლალი ამირანაშვილი, ტრენინგების სამსახურს 6 წელი ხელმძღვანელობდა. საქპატენტის ახალი თავმჯდომარის მხრიდან ინტელექტუალური საკუთრ...
საქართველოში კრეატიული ინდუსტრიების განვითარების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევაზე - მეკობრეობის პრობლემაზე იმსჯელეს საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა დღეს, 15 ივლისს, საქართველოს პარლამენტში. სექტორებს შორის დიალოგის ფორმატი ორგანიზებული იყო, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის (The USAID Economic Security Program) ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დეპუტატთა მხარდაჭერით.შეხვედრაზე წარმოდგენილ...
მოგესალმებით! მე - მინდია დავითაძე, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრის - საქპატენტის თავმჯდომარემ, სიამაყით მინდა განვაცხადო: ჩვენი უწყება მსოფლიოს იმ ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაციების სიაშია, რომელიც კორონავირუსის პანდემიის დროს შეუფერხებლად ფუნქციონირებს. რა თქმა უნდა ჩვენ ეს შევძელით მეგობარი ქვეყნის - ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის დახმარებით, რომელმაც დაგვანერგინა პროცესების ელექტრონული მართვის ეფექტური სისტემა.ჩვენი მეგობარი ...
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარე, მინდია დავითაძე, ევროპის საპატენტო უწყების (EPO) პრეზიდენტს, ანტონიო კამპინოსს, დისტანციურ რეჟიმში შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, უწყებების ხელმძღვანელმა პირებმა, საქართველოს ევროპის საპატენტო ორგანიზაციაში გაწევრიანების პერსპექტივა განიხილეს. „საქართველოს EPO-ში გაწევრიანება საქპატენტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რადგან აღნიშნული დაადასტურებს, რომ საქართველოში საპატენტო უფლებები დაცულია ევროპის ქვეყნებში არსე...
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების უწყების ახალმა თავმჯდომარემ, მინდია დავითაძემ, აშშ-ს განვითარების საერთაშორისო სააგენტოს (USAID) საქართველოს მისიის დირექტორს უმასპინძლა. პიტერ ვიბლერისა და საქპატენტის თავმჯდომარის გაცნობითი შეხვერდა ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ოფისში შედგა.მინდია დავითაძემ USAID-ის დირექტორს მადლობა გადაუხადა ინტელექტუალური საკუთრების სისტემის გაძლიერების მიმართულებით საქპტენტის მრავალწლიანი დახმარებისთვის. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ...