ა(ა)იპ - აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუთა კავშირი „ჰერა“

ბრძანება

 ა(ა)იპ - აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუთა კავშირ „ჰერასთვის“ ავტორიზებული პირის სტატუსის მინიჭების თაობაზე

„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 23 -ე მუხლის მე-5 2 პუნქტის, „დაწესებულებისთვის ავტორიზებული პირის სტატუსის მინიჭების, ამ სტატუსის გაუქმებისა და ავტორიზებული პირის მიერ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრისთვის – „საქპატენტისთვის“ ინფორმაციის მიწოდების წესის განსაზღვრის შესახებ’’ სსიპ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის − საქპატენტის თავმჯდომარის 2024 წლის 21 თებერვლის №3 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის №181 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 2024 წლის 18 ოქტომბრის ა(ა)იპ - აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუთა კავშირ „ჰერას“ №184 (საქპატენტში რეგისტრაციის №5381) წერილის საფუძველზე

ვბრძანებ:

1. მხედველობის, ფიზიკური შესაძლებლობის, აღქმის ან ბეჭდური ნაწარმოების კითხვისთვის საჭირო სხვა უნარის ისეთი დარღვევის მქონე პირის სასარგებლოდ, რომელსაც ბეჭდური ნაწარმოების სხვა პირის თანაბრად კითხვა არ შეუძლია, საავტორო და მომიჯნავე უფლებებით დაცული ბეჭდური ნაწარმოების ნებადართული გამოყენებისთვის ავტორიზებული პირის სტატუსი მიენიჭოს ა(ა)იპ - აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუთა კავშირ „ჰერას“.

2. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში ქ. მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. მცხეთა, სამხედროს ქ. №17).

სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - „საქპატენტი“ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ჩიქოვანი ნინო

X