ინფორმაცია ა(ა)იპ - აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუთა კავშირი „ჰერას“ ბენეფიციარების, პარტნიორი ავტორიზებული პირებისა და თავის სისტემაში დაცული, მისაწვდომ ფორმატში რეპროდუცირებული ნაწარმოებების შესახებ
ინფორმაცია ბენეფიციართა რაოდენობის შესახებ (ინფორმაცია პერსონალური მონაცემების დაცვით
საქართველოს ფოსტის მეშვეობით მზა აუდიო წიგნები დისკებისა და ფლეშმეხსიერების ბარათების სახით გადაეგზავნათ საქართველოს სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებსა და უწყებებს. ასევე საქართველოში არსებულ 23 ბიბლიოთეკას: (ამბროლაურის, ასპინძის, ახალციხის, ახმეტის, ბათუმის, ბოლნისის, ბორჯომის, გურჯაანის, ზუგდიდის, თელავის, ლანჩხუთის, მარნეულის, მესტიის, მცხეთის, ოზურგეთის, ონის, რუსთავის, საჩხერის, სენაკის, ქუთაისის, წალკის, წყალტუბოს და ხულოს ბიბლიოთეკებს). რაოდენობა მოიცავს დაახლოებით 12 000 ბენეფიციარს.
პროექტის ფარგლებში აუდიო წიგნები უსასყიდლოდ გადაეცათ უსინათლოთა და მცირემხედველთა მთელ კონტინგენტს, ხოლო საქართველო ფოსტის მეშვეობით კი აფხაზეთიდან დევნილ სასწავლო დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს: აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტს; თბილისის # 202 საჯარო სკოლას (უსინათლოთა სკოლა-პანსეონი); აფხაზეთის # 1,2,3,5,6,7,10,11,12,14,15,21,22 საჯარო სკოლებს. (სულ დაახლოებით 80 ბენეფიციარი).
მზა პროდუქცია უსასყიდლოდ გადაეცემათ - ქ. თბილისის 202 საჯარო სკოლას (უსინათლოთა სკოლა– პანსიონი); - საქართველოს უსინათლოთა კავშირს; (სულ დაახლოებით 50 ბენეფიციარი).
მზა პროდუქცია უსასყიდლოდ გადაეცემათ - ქ. თბილისის 202 საჯარო სკოლას (უსინათლოთა სკოლა– პანსიონი); - საქართველოს უსინათლოთა კავშირს; - ასოციაციას „უსინათლოები საზღვრებსგარეშე; - სრულიად საქართველოს ინვალიდთა, ინვალიდ ახალგაზრდათა და ბავშვთა სამეცნიერო ინტელექტუალური მემკვიდრეობის დაცვის შენარჩუნების და განვითარების საერთაშორისო კავშირს „ბალავარი“; სულ დაახლოებით 60 ბენეფიციარი.
პროექტის ფარგლებში გამოიცა ინკლუზიური აუდიო სპექტაკლი ფრიდონ ხალვაშის ისტორიული დრამის „ხიხანის ძახილის“ მიხედვით, რომლის გახმოვანებაში მონაწილეობა მიიღეს როგორც პროფესიონალმა გამხმოვანებლებმა, ასევე სამსახიობო ნიჭით დაჯილდოვებულმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმაც. ინკლუზიური აუდიო სპექტაკლი გამოშვებულ იქნა ფლეშმეხსიერების ბარათების სახით, რომლებიც უსასყიდლოდ გადაეცათ აჭარაში მცხოვრებ უსინათლო ბენეფიციართა მცირე კონტინგენტს. (20 ბენეფიციარი).
პარტნიორი ავტორიზებული პირების (ავტორიზებული პირები, რომლებიც მისაწვდომ ფორმატში რეპროდუცირებულ ბეჭდურ ნაწარმოებებს ერთმანეთს უცვლიან) საკონტაქტო ინფორმაცია
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო (აფხაზეთი)
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
თავის სისტემაში დაცული, მისაწვდომ ფორმატში რეპროდუცირებული ნაწარმოებების შესახებ ინფორმაცია
პროექტი „უსინათლო და მცირემხედველი პირების თანაბარი და დისტანციური ხელმისაწვდომობა იურიდიულ ლიტერატურასა და ქართულ სამართლებრივ ნორმებზე“. - პროექტის ფარგლებში უსინათლო და მცირემხედველ ბენეფიციარებს, მათ შორის ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს საქართველოში (აფხაზები, ოსები, სომხები, აზერბაიჯანელები) საშუალება ეძლევათ გაეცნონ თავიანთ მშობლიურ ენაზე იურიდიულ ლიტერატურას.
პროექტი - „უსინათლო და მცირემხედველი ბენეფიციარების თანაბარი ხელმისაწვდომობა ქართულ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშებზე - აფხაზურ ხალხურ ზღაპრებზე“.
პროექტი - „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კულტურულ ცხოვრებაში ჩართვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა ინკლუზიური აუდიო სპექტაკლის სახით“ პროექტის ფარგლებში ი. მაჩაბლისა და ი. ჭავჭავაძის მიერ თარგმნილი პიესა უილიამ შექსპირის „მეფე ლირი“ ჩაიწერა და გამოიცა ინკლუზიური აუდიო სპექტაკლის სახით.
პროექტი „სოციალური საწარმო აუდიოვიზუალური სტუდია „ჰერა“ ახალგაზრდების სამსახურში“ პროექტის ფარგლებში ჩაიწერა ქართველი და უცხოელი კლასიკოსი მწერლების მხატვრული ლიტერატურა აუდიო ფაილების სახით და განთავსებულ იქნა ფლეშ მეხსიერების ბარათებზე.
პროექტი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ხელოვნებისა და კულტურულ სფეროში ჩართვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა ინკლუზიური აუდიო სპექტაკლის სახით“.