ტექნოპარკში საჯარო ლექცია გაიმართა
14 თებერვალი 2016 წ.
ტექნოლოგიურ პარკში საქპატენტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ გოგილიძემ, საჯარო ლექცია გამართა თემაზე - „იდეიდან ინტელექტუალურ საკუთრებამდე“.
ახალგაზრდა ინოვატორებს და სხვა დაინტერესებულ პირებს ნიკოლოზ გოგილიძემ მიაწოდა საბაზისო ინფორმაცია ინტელექტუალური საკუთრების სამართალის შესახებ, პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით მიმოიხილა იდეიდან ინტელექტულურ საკუთრებამდე გასავლელი ეტაპები, განმარტა ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების თავისებურებანი და ისაუბრა მათი დაცვის მექანიზმებსა და საშუალებებზე.
შეხვედრაზე ნიკოლოზ გოგილიძემ აღნიშნა, რომ ინოვაციურ კვლევებზე დაფუძნებული დარგების განვითარებაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროცესი, ამდენად, ინტელექტუალური საკუთრების საკითხებში მიღებული ინფორმაცია კრეატიული აზროვნების ახალგაზრდებს დაეხმარება ახალ ტექნოლოგიებში ცოდნის გაღრმავებასა და ინოვაციური საქმიანობის სწორად წარმართვაში.
13 თებერვალს გამართული შეხვედრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და საქპატენტის ორგანიზებით განხორციელდა. მემორანდუმის ფარგლებში საჯარო ლექციები ინტელექტუალური საკუთრების საკითხებში უახლოეს მომავალშიც იგეგმება.

