ბულგარეთის დელეგაციის ვიზიტი საქპატენტში
21 იანვარი 2016 წ.
საქართველოს და ბულგარეთის ინტელექტუალური საკუთრების უწყებებს შორის სამუშაო გეგმის ხელმოსაწერად, საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება ბულგარეთის საპატენტო უწყების დელეგაცია, ვიცე პრეზიდენტის, დავიდ სუკალინსკის ხელმძღვანელობით.
სამუშაო გეგმა მოიცავს ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას ინტელექტუალური საკუთრების სფეროში მნიშვნელოვან საკანონმდებლო აქტივობებზე, ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების რეგისტრაციასთან და მომსახურებასთან დაკავშირებულ პრაქტიკასა და ექსპერტთა კვალიფიკაციის ამაღლებას.
ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის ოფისში დღეს, 21 იანვარს (2016 წ.) გამართულ ხელმოწერის ცერემონიას და შეხვედრას, რომელზეც ბულგარეთი-საქართველოს სამომავლო გეგმები განიხილებოდა ესწრებოდა საქართველოში ბულგარეთის ელჩი პლამენ ბონჩევი და მრჩეველი ეკონომიკურ და კომერციულ საკითხებში, იორდან ტენევი.
