ELSA-ს ინტელექტუალური საკუთრების სამართლის საზაფხულო სკოლა თბილისში
24 ივლისი 2017 წ.
24 ივლისს (2017წ.)
ევროპის
იურისტ
სტუდენტთა
ასოციაციისა
(ELSA) და
საქპატენტის
ორგანიზებით
გაიხსნა
სამართლის
საზაფხულო
სკოლა, სადაც ევროკავშირის
14 ქვეყნის 40 სტუდენტი გაივლის ერთკვირიან
აკადემიურ სასწავლო კურსს თემაზე
„ინტელექტუალური
საკუთრების
სამართალი“.
სწავლების პერიოდში ევროპული და ქართული უნივერსიტეტების
სტუდენტები მოისმენენ საქპატენტის ხელმძღვანელობისა და დარგობრივი სპეციალისტების ლექციებს ინტელექტუალური საკუთრების ცალკეული ობიექტების
სამართლებრივი დაცვის მექანიზმებსა და მათი
საერთაშორისო რეგისტრაციის საშუალებების შესახებ. საქპატენტის მოწვევით სწავლების
პროცესში ასევე, ჩაერთვება ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO)
ექსპერტი, რომელიც საზაფხულო სკოლის მონაწილეებს
გააცნობს WIPO -ს მიერ ადმინისტრირებულ საერთაშორისო
შეთანხმებებსა და აღნიშნული შეთანხმებების
საფუძველზე ინტელექტუალური საკუთრების სხვადასხვა ობიექტების დაცვის საერთაშორისო მექანიზმებსა
და პროცედურებს. სტუდენტები ასევე, გაეცნობიან კოლექტიური მართვის ორგანიზაციების საქმიანობის
სპეციფიკას და საქართველოს სასამართლო პრაქტიკას.
კურსის მსვლელობისას სამართლის სკოლის მონაწილეები ეწვევიან
საქართველოს ინოვაციებისა და
ტექნოლოგიების სააგენტოს
(GITA) და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს
- საქპატენტს, სადაც გაეცნობიან საქპატენტის
საქმიანობას და მიიღებენ ვრცელ ინფორმაციას
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების სისტემის ფუნქციონირების შესახებ.
ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის (ELSA) ყოველწლიური საზაფხულო სკოლა 29
ივლისამდე გაგრძელდება. საქართველო უკვე მეორედ
ატარებს აღნიშნულ ღონისძიებას და წარმატებით
უერთდება 32 ქვეყანას, სადაც სასწავლო კურსს
უძღვებიან გამოცდილი დარგობრივი სპეციალისტები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის წარჩინებულ
სტუდენტებს უზიარებენ საკუთარ გამოცდილებას
და ხელს უწყობენ მათი ცნობიერების ამაღლებას.

