ELSA-ს ინტელექტუალური საკუთრების სამართლის საზაფხულო სკოლის მონაწილეები საქპატენტში
28 ივლისი 2017 წ.
დღეს, 28 ივლისს (2017წ.), საქპატენტის ცენტრალურ ოფისში იმყოფებოდნენ ELSA-ს ინტელექტუალური საკუთრების სამართლის საზაფხულო სკოლის მონაწილეები, სადაც მოისმინეს საქპატენტის თავმჯდომარის ნიკოლოზ გოგილიძის ლექცია ორგანიზაციის საქმიანობისა და ფუნქციების შესახებ. საქპატენტში საზაფხულო სკოლის სტუდენტები, ასევე, ესწრებოდნენ ფორმალური ექსპერტიზის ჩატარების პროცესს და პრაქტიკულ მაგალითზე მიიღეს ინფორმაცია უწყების სამუშაო სპეციფიკის შესახებ. ღონისძიების დასასრულს სტუდენტებს გადაეცათ ELSA-ს ინტელექტუალური საკუთრების სამართლის საზაფხულო სკოლის მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
დღეს ELSA -ს 2017 წლის სამართლის საზაფხულო სკოლამ მუშაობა დაასრულა. წლევანდელი ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციისა ( ELSA) და საქპატენტის ორგანიზებით ჩატარებული ერთკვირიანი აკადემიური სასწავლო კურსი გაიარა ევროკავშირის 14 ქვეყნის 40 სტუდენტმა. სასწავლო პროექტში , ასევე, მონაწილეობდა 4 სტუდენტი საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან.

