გეოგრაფიული აღნიშვნების გლობალური ალიანსის - „OriGIn“ გენერალური ასამბლეის სესია
17 ოქტომბერი 2017 წ.
იტალიის რესპუბლიკის ქ. ტრევიზოში, 2017 წლის 17 ოქტომბრიდან 19 ოქტომბრის ჩათვლით, გაიმართა გეოგრაფიული აღნიშვნების გლობალური ალიანსის - „OriGIn“ გენერალური ასამბლეის სესია, რომელსაც ესწრებოდნენ საქპატენტისა და „OriGin - საქართველოს“ წარმომადგენლები.
დამსწრეებს სიტყვით მიმართა „OriGin - საქართველოს“ დირექტორმა, რომელმაც გააკეთა მოხსენება „OriGin - საქართველოს“ საქმიანობის და ასევე, საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვისა და უფლებების აღსრულების თავისებურებებთან დაკავშირებით.
სესიას, ესწრებოდნენ გლობალური ალიანსის - „OriGIn“ 500-მდე წევრის წარმომადგენლები, მათ შორის გეოგრაფიული აღნიშვნებით დაცული პროდუქციის მწარმოებლები და სფეროში მოღვაწე სხვა დაინტერესებული პირები.
სესიაზე განხილულ იქნა ალიანსის ორწლიანი საქმიანობის შედეგი. ასევე, დაისახა სამომავლო გეგმები და ამოცანები.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თანამედროვე გამოწვევებზე, როგორსაც წარმოადგენენ გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვა ინტერნეტში და მდგრადობა.


