,,თუშური გუდის“ და ,,სულგუნის“ სენსორული ანალიზი
08 თებერვალი 2018 წ.
ქართული გეოგრაფიული აღნიშვნების ,,სულგუნისა“ და ,,თუშური გუდის“ წარმოების სპეციფიკაციების გადახედვისა და გაუმჯობესების მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ დაფინანსებული პროექტის „მდგრადი ღირებულებათა ჯაჭვის მხარდაჭერა რძის სექტორში გეოგრაფიული აღნიშვნების განვითარების გზით“ ფარგლებში, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ ოფისში, ჩატარდება აღნიშნული გეოგრაფიული აღნიშვნების სენსორული ანალიზი (ორგანოლეპტიკა, შედგენილობა).
შეხვედრა გაიმართება 2018 წლის, 15 თებერვალს, 09:30-16:00 საათამდე, საქპატენტის მცხეთის ოფისში (ანტიოქიის ქ. N5).
დაინტერესებულმა პირებმა მონაწილეობის მისაღებად უნდა მოგვმართონ არაუგვიანეს 12 თებერვლისა.
საკონტაქტო პირი:
საერთაშორისო ურთიერთობათა და პროექტების მართვის განყოფილების უფროსი
ანი ხოშტარია
ტელ.:(+995 32) 225-25-33 (158); მობ.: (+995 595)61-57-57);
ელ-ფოსტა: akhoshtaria@sakpatenti.org.ge

