საქპატენტი შეუერთდა “UPOV PRISMA” პლატფორმას
09 თებერვალი 2018 წ.
საქპატენტი შეუერთდა მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის საერთაშორისო კავშირის (UPOV) ახალ ელექტრონულ სისტემას - “UPOV PRISMA”, რომელიც განკუთვნილია მცენარეთა ახალი ჯიშების განაცხადების მოსამზადებლად და სასურველი ქვეყნების შესაბამის უწყებებში ელექტრონულად გადასაგზავნად.
დღეიდან, აღნიშნული სისტემის გამოყენებით, მცენარეთა ახალი ჯიშების განაცხადების ელექტრონულად გადაგზავნა შესაძლებელია ასევე, საქპატენტში. ამასთან, განაცხადის შესაბამისი ფორმები საქპატენტის მიერ ითარგმნა და ახლა უკვე ხელმისაწვდომია ქართულ ენაზეც.
აღსანიშნავია, რომ განმცხადებლის მიერ “UPOV PRISMA” სისტემის გამოყენებით მცენარეთა ახალი ჯიშის განაცხადის 2018 წლის ივნისამდე შევსების შემთხვევაში, გათვალისწინებულია შეღავათი სისტემით სარგებლობისთვის განსაზღვრულ საფასურზე.
“UPOV PRISMA”-ის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე:
http://www.upov.int/upovprisma/en/campaigns/2018/1_partners
http://www.upov.int/upovprisma/en/index.html
პორტალი “UPOV PRISMA”:

