,,სულგუნისა“ და ,,თუშური გუდას“ სენსორული ანალიზი
15 თებერვალი 2018 წ.
დღეს, 15 თებერვალს (2018წ.), ქართული გეოგრაფიული აღნიშვნების ,,სულგუნისა“ და ,,თუშური გუდას“ წარმოების სპეციფიკაციების გადახედვისა და გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში - საქპატენტში, ჩატარდება სენსორული ანალიზი, რომლის შედეგად უფრო ზუსტად განისაზღვრება აღნიშნული გეოგრაფიული აღნიშვნების ორგანოლეპტიკური მახასიათებლები.
შეხვედრა გაიმართება, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ დაფინანსებული პროექტის - „მდგრადი ღირებულებათა ჯაჭვის მხარდაჭერა რძის სექტორში გეოგრაფიული აღნიშვნების განვითარების გზით“ - ფარგლებში.
ბოლო სიახლეები
