საქპატენტი და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია (ისმო), IP აკადემიის ფარგლებში ატარებს რიგით მეოთხე ტრენინგს თემაზე - „სასაქონლო ნიშნები და მათი აღსრულება“
05 მარტი 2018 წ.
5 - 9 მარტს (2018), ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციისა (ისმო) და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ,,საქპატენტი“ ორგანიზებით, საქპატენტის სასწავლო ცენტრის ტრენერებისთვის ტარდება რიგით მეოთხე ტრენინგი თემაზე: „სასაქონლო ნიშნები და მათი აღსრულება“.
ტრენინგის მიზანია სასაქონლო ნიშნების და სასაქონლო ნიშნებზე უფლებების აღსრულების მიმართულებით სალექციო კურსის პროგრამის ტექნიკური და მეთოდოლოგიური მომზადების სწავლება. კერძოდ, ინტელექტუალური საკუთრების აღნიშნულ ობიექტთან დაკავშირებული შესაბამისი სასწავლო მასალებისა და პრაქტიკული სავარჯიშოების შემუშავება, რომელიც განკუთვნილი იქნება საჯარო მოსამსახურეთათვის, სამართალდამცავი უწყებების წარმომადგელებისათვის, იურისტებისთვის, მცირე და საშუალო მეწარმეებისა და სხვა მიზნობრივი ჯგუფებისთვის.
ტრენინგს, რომელიც ისმო-ს ინტელექტუალური საკუთრების აკადემიის პროექტის ფარგლებში ტარდება, უძღვებიან უცხოელი და ქართველი ექსპერტები.
ტრენინგის ბოლო ეტაპის ჩატარება, რომელიც შეეხება საავტორო და მომიჯნავე უფლებებზე ანალოგიური სასწავლო კურსის შემუშავებას, 2018 წლის მარტის ბოლოს იგეგმება.
