საქართველო EUIPN-ის ხარისხის სტანდარტების ინსტრუმენტს შეუერთდა
19 მარტი 2018 წ.
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი “საქპატენტი” პირველი ინტელექტუალური საკუთრების უწყებაა ევროკავშირის ფარგლებს გარეთ, რომელიც ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) ხარისხის სტანდარტების ინსტრუმენტის (EUIPN) საძიებო ქსელს შეუერთდა.
საქპატენტის ინტეგრაცია აღნიშნულ ინსტრუმენტთან EUIPO-სთან წარმატებული თანამშრომლობის ფარგლებში გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელიც მიზნად ისახავს უწყებების ელექტრონული მმართველობის სისტემურ განვითარებასა და ინტეგრაციის შემდეგი ეტაპის განხორციელებას.
ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) ხარისხის სტანდარტების ინსტრუმენტი (EUIPN) არის ონლაინ საძიებო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული მონაწილე ინტელექტუალური საკუთრების უწყების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ხელმისაწვდომობას მომსახურებებისა და მათთან დაკავშირებული ხარისხის სტანდარტების შესახებ.
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: www.tmdn.org; euipo.europa.eu

