საქპატენტი Start-In-Georgia-ს მონაწილეა
13 ოქტომბერი 2018 წ.
დღეს, 13 ოქტომბერს (2018წ.) ექსპო ჯორჯიას მესამე პავილიონში, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა - საქპატენტი, სხვა კერძო და საჯარო ორგანიზაციებთან ერთად მონაწილეობა მიიღო Start Business Solutions- ის ორგანიზებით გამართულ გამოფენაში Start-In-Georgia - 2018 - „ყველაფერი ჩემი სტარტაპისთვის“.
სტარტაპებისთვის მოწყობილ ყველაზე მასშტაბურ გამოფენაზე, 35-მდე კომპანია წარსდგა. ღონისიების მიზანი იყო დამწყებ მეწარმეებს ხელი შეუწყოს სასურველი კავშირებების დამყარებაში. გამოფენაზე სტარტაპები გაეცნენ ბიზნეს აქსელერატორების, ინკუბატორების, საკონსულტაციო და სხვა მიზნობრივი კომპანიების საქმიანობას. მიღებული ინფორმაცია მათ დაეხმარება ბიზნესის სწორად წარმართვაში, ინვესტიციების მოზიდვასა თუ პროდუქციის სრულყოფასა და განვითარებაში.
გამოფენაზე მოეწყო საქპატენტის საკონსულტაციო სივრცე, სადაც საქპატენტის ექსპერტები დაინტერესებულ სტუმრებს აწვდიდნენ ინფორმაციას ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ, დარგობრივი სპეციალისტები საუბრობდნენ ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მნიშვნელობასა და როლზე ბიზნესის განვითარების მიმართულებით. სტუმრებს დაურიგდათ ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების საინფორმაციო ბუკლეტები, ასევე, ჩატარდა პრეზენტაცია თემაზე - „ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მნიშვნელობა ბიზნესის წარმატებისთვის“.
აღნიშნული ღონისძიება ყოველწლიურია და საქპატენტი მეორე წელია მხარს უჭერს ორგანიზატორებს.
