სასაქონლო ნიშნის მე -100000 განაცხადი
24 ოქტომბერი 2018 წ.
2018 წლის 24 ოქტომბერს, საქპატენტის ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირდა სასაქონლო ნიშნის მე-100000 განაცხადი.
ეს რიცხვი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სასაქონლო ნიშნის, როგორც ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის პოპულარობას და ღირებულებას ბიზნესის სექტორისთვის. განაცხადების ასეთი მზარდი რაოდენობა, ასევე განაპირობა საქპატენტის აქტიურმა ნაბიჯებმა, სამუშაო პროცესის სტანდარტების დახვეწისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქპატენტი 2013 წლიდან გადავიდა საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემაზე, რამაც მნიშვნელოვნად გაამარტივა სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენის პროცედურა.
საქპატენტში რიგით მე-100000 განაცხადი, სარეგისტრაციოდ წარდგენილ იქნა ქართული კომპანიის მიერ ფარმაცევტული პროდუქტებისთვის.

