ჭაჭის ფესტივალი 2018
03 ნოემბერი 2018 წ.
2018 წლის 3 ნოემბერს, ქალაქ თელავში, საქართველოს კულტურის პალატის ინიციატივით დაფუძნდა და პირველად გაიმართა „ჭაჭის ფესტივალი“, რომლის თანაორგანიზატორი და მხარდამჭერი, სხვადასხვა უწყებებთან ერთად, იყო საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – „საქპატენტი“.
ფესტივალში, რომელიც ხელს უწყობს რეგისტრირებული ქართული გეოგრაფიული აღნიშვნის - ,,ჭაჭის“ პოპულარიზაციას, მონაწილეობა მიიღეს ,,ჭაჭის“ მწარმოებელმა კომპანიებმა. მოეწყო სპეციალური კუთხე საქპატენტის სტენდებით, სადაც გამოფენილი იყო საქართველოს სხვადასხვა რეგიონების მიხედვით გეოგრაფიული აღნიშვნებით დაცული პროდუქცია. საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, საქპატენტის წარმომადგენლებმა მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია გეოგრაფიული აღნიშვნების, მათ შორის ,,ჭაჭის“ დაცვისა და მნიშვნელობის შესახებ.
ფესტივალის დასასრულს, სპეციალურად შექმნილმა ჟიურიმ, როგორც კომპანიების, ასევე გლეხების მიერ გამოხდილი ჭაჭიდან წლის საუკეთესო ჭაჭა დაასახელა. გამარჯვებულებს გადაეცათ ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები.
,,ჭაჭის ფესტივალი“ იმართება ,,Check in Georgia”-ს ფარგლებში.

