საქპატენტი მესამე უწყებაა მსოფლიოს მასშტაბით, რომელმაც ხელმისაწვდომი გახადა Madrid „eFiling“ საერთაშორისო განაცხადებზე
12 ნოემბერი 2018 წ.
საქპატენტი ისმოს-ს მიერ ადმინისტრირებად პროგრამას „eFiling“-ს შეუერთდა, რისი საშუალებითაც ქართველი მომხმარებლები საერთაშორისო განაცხადის წარდგენას ელექტრონულად შეძლებენ, რაც გაუადვილებს მათ „ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ, მადრიდის შეთანხმებასთან დაკავშირებული ოქმის“ წევრ ქვეყნებში სასაქონლო ნიშნის გავრცელების პროცედურას.
აღსანიშნავია, რომ საქართველო ისმო-ს წევრი მესამე ქვეყანაა, რომელიც გამოიყენებს საერთაშორისო განაცხადების წარდგენის ელექტრონულ სისტემას. მოცემულ ეტაპზე ამ სისტემას იყენებენ მხოლოდ ბენელუქსის ქვეყნებისა და ავსტრალიის ინტელექტუალური საკუთრების უწყებები.
მადრიდის სისტემა სასაქონლო ნიშნის დაცვის საერთაშორისო ინსტრუმენტია, რომლის მეშვეობით განმცხადებელს ერთ ენაზე, ერთი განაცხადის წარდგენით, შეუძლია სასაქონლო ნიშნის დაცვა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) წევრ 118 ქვეყანაში.
საქართველო „ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ მადრიდის შეთანხმების ოქმის“ წევრია 1998 წლიდან.
მადრიდის „eFiling“ უკვე ხელმისაწვდომია მითითებულ ლინკზე
http://www.sakpatenti.gov.ge/ka/

