ტრენინგი ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების განაცხადებზე საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემასა და მადრიდის e-filing - ის სისტემასთან დაკავშირებით
14 დეკემბერი 2018 წ.
გაცნობებთ, რომ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის -„საქპატენტის“ ორგანიზებით, 2018 წლის 24 დეკემბერს, 10:00 საათზე საქპატენტის თბილისის ოფისში (ნ. რამიშვილის ქ. N 31) დაგეგმილია ტრენინგის ჩატარება პატენტრწმუნებულთათვის და სხვა დაინტერესებულ პირთათვის.
ტრენინგი ჩატარდება შემდეგ თემებზე:
1. საქპატენტში ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების განაცხადებზე საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის გაცნობა;
2. მადრიდის e-filing - ის სისტემასთან გაცნობა.
აქვე გაცნობებთ, რომ ტრენინგზე დასწრება უფასოა.
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში ტრენინგზე დასწრება დაგვიდასტუროთ არაუგვიანეს მიმდინარე წლის 19 დეკემბრისა, ელ-მისამართზე nkekelia@sakpatenti.org.ge.

