კულინარიული გამოფენა Sirha 2019
30 იანვარი 2019 წ.
მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს კულინარიულ გამოფენაში Sirha 2019, საქართველომ პირველად მიიღო მონაწილეობა. გამოფენა მიმდინარე წლის 26-30 იანვარს,საფრანგეთის ქ. ლიონში გაიმართა. გამოფენა ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც ქართული გასტრონომიის პოპულარიზაციას, ისე ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას. ღონისძიების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა ასევე ქართული გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების პოპულარიზაცია და მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრისათვის მათი გაცნობა. პროექტის ფინანსური მხარდამჭერები არიან საქპატენტი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო.

ბოლო სიახლეები
