საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს შეხვდა
26 თებერვალი 2019 წ.
2019 წლის 26 თებერვალს, შვეიცარიის კონფედერაციის ქ. ჟენევაში, საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის განმტკიცების მხრივ გატარებული წარმატებული რეფორმები და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციასთან წარმატებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს WIPO-ს გენერალურმა დირექტორმა ფრენსის გარიმ და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა .
დავით ზალკალინმა ხაზი გაუსვა ინტელექტუალური საკუთრების სფეროს პრიორიტეტულობას და მადლობა გადაუხადა გენერალურ დირექტორს მისი პირადი ჩართულობისთვის საქართველოში რეფორმების იმპლემენტაციის პროცესში.
აღინიშნა, რომ ინტელექტუალური საკუთრების საკითხებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ევროკავშირთან თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებაში და ამ საკითხებზე "საქპატენტის" ეფექტური მუშაობით აქტიურად მოხერხდა შეთანხმების იმპლემენტაცია.
განსაკუთრებით აღინიშნა ორგანიზაციასთან წარმატებული თანამშრომლობა ინტელექტუალური საკუთრების სახელმწიფო სტრატეგიის, საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის და ამ სფეროში სხვადასხვა ინოვაციების დანერგვის კუთხით.
შეხვედრა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან ქ.ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი სეგმენტის ფარგლებში გაიმართა.

