საქპატენტში დარეგისტრირდა ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელება „ბოლნისი“
15 მარტი 2019 წ.
საქპატენტში კიდევ ერთი ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელება - „ბოლნისი“ დარეგისტრირდა.
ღვინო „ბოლნისის“ ადგილწარმოშობის დასახელებად დაცვა ხელს შეუწყობს მისი კონკურენტუნარიანობის ზრდას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარე ბაზრებზე, ვინაიდან მომხმარებელს ამგვარი დასახელებებით დაცული პროდუქტი მიანიშნებს მის მაღალ ხარისხსა და განსაკუთრებულ თვისებებზე. შესაბამისად, ეს ხელს შეუწყობს ,,ბოლნისს“ დაიკავოს ბაზარზე ხარისხიანი და ძვირადღირებული პროდუქციის სეგმენტი.
ადგილწარმოშობის დასახელებები და გეოგრაფიული აღნიშვნები უკვე საყოველთაოდაა აღიარებული, როგორც ეფექტური ინსტრუმენტი მაღალი ხარისხის და კონკურენტუნარიანი აგროპროდუქტების წარმოების, მათი საექსპორტო პოტენციალის გაზრდისა და სასოფლო რეგიონების განვითარებისათვის. ადგილწარმოშობის დასახელებებით იცვება განსაკუთრებული ხარისხის, რეპუტაციის ან და სხვა მახასიათებლების მქონე პროდუქტები, რომელიც იწარმოება ზუსტად განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალში და მისი ეს თვისებები სწორედ ამ ადგილთანაა დაკავშირებული.
„ბოლნისი“ მიკროზონა მდებარეობს ქვემო ქართლში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში. ადგილწარმოშობის დასახელება ღვინო „ბოლნისი“ საქპატენტში დარეგისტრირდა ააიპ გაერთიანება „ბოლნური ღვინის“ მიერ.
დღეისათვის საქპატენტში რეგისტრირებულია ღვინის სულ 20 ქართული ადგილწარმოშობის დასახელება.

