საერთაშორისო საზაფხულო სამართლის სკოლა ELSA – 2019-ის დახურვა
05 ივლისი 2019 წ.
საერთაშორისო საზაფხულო სამართლის სკოლამ დღეს, 5 ივლისს, მუშაობა დაასრულა. საქპატენტის მცხეთის სათავო ოფისში სკოლის 25 კურსდამთავრებულს, რომლებმაც მოისმინეს აღნიშნული კურსი თემაზე „ინტელექტუალური საკუთრების სამართალი“, გადაეცათ სკოლის სასწავლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დიპლომები.
წელს ELSA-ს სკოლა მეოთხედ ჩატარდა საქართველოში. პროექტი განხორციელდა ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველოს (ELSA Georgia), ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის, ინტელექტულუარი საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) თანამშრომლობით. წლევანდელი ELSA-ს სკოლის კურსდამთავრებულები არიან სტუდენტები 10 ქვეყნის უნივერსიტეტებიდან (ავსტრია, იტალია, პოლონეთი, პორტუგალია, რუსეთი, სლოვენია, ჩეხეთი, შვედეთი, შვეიცარია, საქართველო)
