სემინარი მოსამართლეთათვის ინტელექტუალური საკუთრების დარღვევის საქმეთა სამოქალაქო წესით განხილვის თაობაზე
20 ივლისი 2019 წ.
დღეს 20 ივლისს (2019წ.), ქალაქ ბათუმში, ქართველი მოსამართლეების მონაწილეობით მიმდინარეობს სამუშაო შეხვედრა თემაზე: "სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვა ინტელექტუალური საკუთრების საქმეებთან დაკავშირებით", რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) და საქართველოში ამერიკის საელჩოს ორგანიზებით იმართება.
შეხვედრაზე ამერიკელი მოსამართლეები ქართველ კოლეგებს უზიარებენ ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლოს გამოცდილებას ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებთან დაკავშირებულ დავებზე. ასევე, საქპატენტის წარმომადგენლებთან ერთად მიმდინარეობს მსჯელობა უწყების სააპელაციო პალატის და საქართველოს სასამართლოების პრაქტიკაზე და აღნიშნულთან დაკავშირებით, ისმენენ ამერიკელი მოსამართლეების მოსაზრებებს და რეკომენდაციებს.
ამერიკის შეერთებული შტატების ინტელექტუალური საკუთრების დაცვის კუთხით გამოცდილების გაზიარება ხელს შეუწყობს და დაეხმარება ქართველ მოსამართლეებს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად იმპლემენტაციაში.

