პროფესიული განვითარების კურსი - გეოგრაფიულ აღნიშვნებზე
16 სექტემბერი 2019 წ.
დღეს, 16 სექტემბერს - (2019წ.), საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში - საქპატენტი, დაიწყო ინტელეტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის(WIPO) პროფესიული განვითარების კურსი -გეოგრაფიულ აღნიშვნების შესახებ. WIPO-ს აკადემიისა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებულ, ინგლისურენოვან საერთაშორისო სასწავლო კურსს - „გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ“, წელს მესამედ ტარდება საქართველოში.
აღსანიშნავია, რომ ამ სფეროში საქართველოს წარმატებული გამოცდილების და დაგროვილი ცოდნის გათვალისწინებით, საქართველო გახდა პირველი ქვეყანა გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს შორის, სადაც WIPO-ს აკადემიის გადაწყვეტილებით, პროფესიული განვითარების კურსი ტარდება.
კურსი განკუთვნილია სხვადასხვა ქვეყნების ინტელექტუალური საკუთრების უწყებებისა და შესაბამისი სამინისტროების ექსპერტებისათვის და მიზნად ისახავს მათი კვალიფიკაციის ამაღლებას. მასში მონაწილეობას იღებს 13 ქვეყნის 16 წარმომადგენელი.
გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ კურსს, რომელიც 20 სექტემბრამდე გასტანს, საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, უძღვებიან WIPO-ს მიერ სერთიფიცირებული, საქპატენტის სასწავლო ცენტრის ტრენერები.
ვიზიტის ფარგლებში კურსის მონაწილეები ესტუმრებიან ღვინის ეროვნული სააგენტოს საველე ოფის, გაეცნობიან სააგენტოს მუშაობის სპეციფიკას და ასევე ესტუმრებიან კახეთის რეგიონს სადაც მოინახულებენ ადგილწარმოშობის დასახელების ვენახებს და ქარხანას.
