საქპატენტი მიუერთდა DesignClass-ს
30 სექტემბერი 2019 წ.
ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი მიუერთდა ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) DesignClass-ის ინსტრუმენტს, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს მოიძიოს და თარგმნოს პროდუქტის დასახელებები 27 ენაზე, მათ შორის, ქართულ ენაზეც. აღნიშნული დასახელებები ჰარმონიზებულია ინტელექტუალური საკუთრების 30 უწყების მიერ.
EUIPO-სა და საქპატენტს შორის თანამშრომლობა, 2015 წელს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება.
DesignClass-თან მიერთების მიზანი, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მომხმარებლებისთვის, DesingClass-თან ჰარმონიზებულ უწყებებში, დიზაინების რეგისტრაციის პროცედურის გამარტივებაა.
აღსანიშნავია, რომ ეს მოვლენა DesingClass-თან ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის მიერთების პირველი პრეცედენტია.
DesignClass-ი ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე - https://euipo.europa.eu/designclass/.

