სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება დიდ ბრიტანეთთან
21 ოქტომბერი 2019 წ.
2019 წლის 21 ოქტომბერს დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში ხელი მოეწერა საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას.
აღსანიშნავია, რომ შეთანხმების მნიშვნელოვანი ნაწილი ეძღვნება მხარეთა შორის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების სამართლებრივი დაცვის საკითხებს, რაც ასევე მოიცავს გეოგრაფიული აღნიშვნების ურთიერთდაცვას.
აღნიშნული შეთანხმება ჩაანაცვლებს, ბრექსიტის შემდგომ, საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ასოცირების შეთანხმებას. დოკუმენტი მოიცავს თანამშრომლობის ფართო სპექტრს და ქმნის სამართლებრივ ჩარჩოს სტრატეგიული პარტნიორობისთვის, ასევე, უზრუნველყოფს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შენარჩუნებას საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის.
საქართველო პირველი ქვეყანაა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, რომელთანაც გაერთიანებული სამეფო მსგავსი სახის შეთანხმებას აფორმებს.

