„იდეიდან ინოვაციამდე - ინტელექტუალური საკუთრება სტარტაპებისთვის“ - JET 29-ის მონაწილეებისთვის ტრენინგი ჩატარდა
27 თებერვალი 2020 წ.
დღეს, 27 თებერვალს (2020წ.), ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საჭიროებას გაეცნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტის, ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრში შეკრებილი სტუდენტები, რომლებიც მონაწილეობენ ცენტრის პრე-აქსელერაციის პროგრამაში JET29. აღნიშნული პროგრამა პირველია ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრისთვის, რომლის მიზანია სტუდენტები დააინტერესოს და ხელი შეუწყოს ინოვაციურ საქმიანობას. ადგილობრივი ინოვაციურ-ტექნოლოგიური პოტენციალისა და სტარტაპეკოსისტემის გაძლიერების ხელშეწყობისთვის შერჩეულია 10 სტარტაპ გუნდი, ისინი გადიან გადამზადების ინტენსიურ კურსს, რომლის პროგრამაშია ინტელეტუალური საკუთრების თემაც. საქპატენტის გამოგონებებისა და ახალი ჯიშების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მერაბ კუციამ, სტარტაპერებს გააცნო ინტელექტუალური საკუთრების მნიშვნელობა და მიაწოდა ინფორმაცია საპატენტო სისტემის, საპატენტო ძიების, საქპატენტის სასწავლო ცენტრის კურსების და საქპატენტის სხვა სერვისების შესახებ.
ინოვაციური საქმიანობის ხელშეწყობა და ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ცნობიერების ამაღლება საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

