"საქპატენტის ყველა თანამშრომლის სახელით, გულითადად მოგილოცავთ ეროვნულ დღესასწაულს” - მინდია დავითაძე, თავმჯდომარე.
04 ივლისი 2020 წ.
მოგესალმებით!
მე - მინდია დავითაძე, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრის - საქპატენტის თავმჯდომარემ, სიამაყით მინდა განვაცხადო: ჩვენი უწყება მსოფლიოს იმ ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაციების სიაშია, რომელიც კორონავირუსის პანდემიის დროს შეუფერხებლად ფუნქციონირებს.
რა თქმა უნდა ჩვენ ეს შევძელით მეგობარი ქვეყნის - ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის დახმარებით, რომელმაც დაგვანერგინა პროცესების ელექტრონული მართვის ეფექტური სისტემა.
ჩვენი მეგობარი ქვეყანისთვისთვის 4 ივლისი მნიშვნელოვანი თარიღია, დღეს, ამერიკელი ხალხი დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ტრადიციული ზეიმის მასშტაბებზე იმოქმედა კორონავირუსის პანდემიამ, მაგრამ ვერ შეაფერხა საზეიმო განწყობა.
გულწრფელი ენთუზიაზმით ვუერთდებით მისი აღმატებულება ელჩის, ქალბატონი კელი დეგნანისა და მისი გუნდის ინიციატივას, ვირტუალურად ავღნიშნოთ 244-ე, როგორც მას თავად ამერიკელი ხალხი უწოდებს - დაბადების დღე.
უწყების ყველა თანამშრომლის სახელით გულითადად მოგილოცავთ ამ ეროვნულ დღესასწაულს და გიხდით გულწრფელ მადლობას ქვეყნის ინტელექტუალური საკუთრების სფეროს განვითარების საქმეში დახმარებისთვის, საქართველოს მხარდაჭერისთვის.
Happy Independence Day!

