საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა -„საქპატენტმა“ შეუსაბამა პრაქტიკა CP10-ს
31 მარტი 2021 წ.
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა - „საქპატენტმა“ გამოაქვეყნა პრაქტიკის დოკუმენტი, რომელიც ეხება ინტერნეტით დიზაინებზე ინფორმაციის გახსნის შეფასების კრიტერიუმებს და შეიცავს რეკომენდაციებს აღნიშნულთან დაკავშირებით.
საქპატენტი ერთ-ერთი მოწინავე უწყებაა ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების ინტელექტუალური საკუთრების უწყებებს შორის, რომელიც სრულად ეთანხმება ,,დიზაინების საერთო პრაქტიკის — ინტერნეტით დიზაინებზე ინფორმაციის გახსნის შეფასების კრიტერიუმების შესახებ” საერთო კომუნიკაციაში (CP10) წარმოდგენილ კრიტერიუმებს. წინამდებარე პუბლიკაცია მომზადდა საქპატენტისა და EUIPO-ს ერთობლივი მუშაობის შედეგად საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში.
პრაქტიკის დოკუმენტი იძლევა იმ პრინციპების ნათელ და ყოვლისმომცველ განმარტებას, რომლებსაც ემყარება აღნიშნული პრაქტიკა, და რომელიც გამოყენებული იქნება საქპატენტისა და ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ქსელის (EUIPN) ინტელექტუალური საკუთრების უწყებების მიერ.
პრაქტიკის დოკუმენტის გამოქვეყნების მთავარი მიზანია გამჭვირვალობის, იურიდიული სიცხადისა და პროგნოზირების გაზრდა მომხმარებლებისა და სხვადასხვა ინტელექტუალური საკუთრების უწყებების ექსპერტებისათვის და განკუთვნილია სახელმძღვანელოდ აღნიშნული და ნებისმიერი სხვა დაინტერესებული პირებისათვის.
პრაქტიკის დოკუმენტი საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდა ქართულ და ინგლისურ ენებზე. დოკუმენტი დაყოფილია ორ ნაწილად: პირველ ნაწილში შეჯამებულია კრიტერიუმები, ხოლო მეორე ნაწილში წარმოდგენილია თითოეულ შემთხვევაში გამოსაყენებელი სპეციფიკური კრიტერიუმების სრული განმარტება.
დიზაინების ექსპერტიზის პრაქტიკის საკითხებში მეტი სიცხადის შეტანის მიზნით, 2020 წ. მარტში საქპატენტმა გამოაქვეყნა პრაქტიკის დოკუმენტი დიზაინების გრაფიკულად გამოსახვის შესახებ, რომელიც ასევე ხელმისაწვდომია ქართულ და ინგლისურ ენებზე.


