მთავარი
პუბლიკაციები
პატენტრწმუნებულები
ტვინინგის პროექტი
ბიბლიოთეკა
ჩვენ შესახებ
საჯარო ინფორმაცია
კონტაქტი
ბმულები
ENGLISH

+995 32 2 25 25 33

განაცხადის მიღება და კონსულტაცია
ნ. რამიშვილის 4, თბილისი 0179, საქართველო info@sakpatenti.org.ge

© ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი "საქპატენტი", 2017
ანტიოქიის ქუჩა N5, მცხეთა 3300, საქართველო
მთავარი პუბლიკაციები პატენტრწმუნებულები ტვინინგის პროექტი ბიბლიოთეკა ჩვენ შესახებ საჯარო ინფორმაცია კონტაქტი ბმულები
  • ყველგან
  • სათაურები
  • გვერდები
Eng
პატენტი
დიზაინი
სასაქონლო ნიშანი
საავტორო უფლება
გეოგრაფიული აღნიშვნა
ახალი ჯიში

ზოგადი ინფორმაცია

  • პატენტი, გამოგონება და სასარგებლო მოდელი
  • საერთაშორისო განაცხადი (PCT)
  • საერთაშორისო საპატენტო კლასიფიკაცია (IPC)
  • კანონმდებლობა
  • კითხვა-პასუხი

პროცედურა

  • პროცედურის მიმოხილვა
  • განაცხადის შედგენა
  • ბლანკები
  • ელექტრონული განაცხადი
  • საფასურები
  • საერთაშორისო განაცხადი (PCT)

სერვისები

  • ძიება
  • ოფიციალური ბიულეტენი
  • წინასწარი ძიების სერვისი

კანონმდებლობა

  • კანონი
  • ინსტრუქცია

საერთაშორისო ხელშეკრულებები

  • პარიზის კონვენცია
  • ჰააგის აქტი (1960)
  • ჟენევის აქტი (1999)
  • ლოკარნოს შეთანხმება
  • TRIPS-ის შეთანხმება

განმცხადებლის გვერდი

  • კითხვა-პასუხი
  • საფასურები
  • ლოკარნოს კლასიფიკაცია
  • საგანაცხადო ბლანკი
  • საერთაშორისო რეგისტრაცია
  • ელექტრონული განაცხადი
  • პრაქტიკის დოკუმენტები
  • ძიება

კანონმდებლობა

  • კანონი
  • ინსტრუქცია

საერთაშორისო ხელშეკრულებები

  • პარიზის კონვენცია
  • მადრიდის შეთანხმების ოქმი
  • TRIPS-ის შეთანხმება

განმცხადებლის გვერდი

  • კითხვა-პასუხი
  • კლასიფიკაციები
  • საყოველთაოდ ცნობილად აღიარებული ნიშნები
  • ელექტრონული განაცხადი
  • ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაცია
  • საფასურები
  • საგანაცხადო ბლანკები
  • პრაქტიკის დოკუმენტები
  • ძიება

კანონმდებლობა

  • კანონი საავტორო უფლებების შესახებ

საერთაშორისო ხელშეკრულებები

  • ბერნის კონვენცია
  • რომის კონვენცია
  • შესრულებებისა და ფონოგრამების შესახებ ისმო-ს ხელშეკრულება (WPPT)
  • საავტორო უფლებების შესახებ ისმოს ხელშეკრულება (WCT)
  • TRIPS-ის შეთანხმება

განმცხადებლის გვერდი

  • კითხვა-პასუხი
  • ელექტრონული დეპონირება
  • საფასურები

კანონმდებლობა

  • კანონი
  • პრეზიდენტის ბრძანებულება

საერთაშორისო ხელშეკრულებები

  • პარიზის კონვენცია
  • TRIPS - ის შეთანხმება
  • ლისაბონის შეთანხმება
  • ორმხრივი შეთანხმებები

განმცხადებლის გვერდი

  • კითხვა-პასუხი
  • სახელმწიფო რეესტრი
  • ლისაბონის რეესტრი
  • საქართველოში დაცული უცხოური აღნიშვნები
  • საზღვარგარეთ დაცული ქართული აღნიშვნები
  • გეოგრაფიული აღნიშვნების რუკა
  • საფასურები
  • საგანაცხადო ბლანკები
  • ძიება

ზოგადი ინფორმაცია

  • მცენარის ჯიში
  • ცხოველის ჯიში
  • ახალი ჯიშის დაცვა საზღვარგარეთ
  • კანონმდებლობა
  • კითხვა-პასუხი

პროცედურა

  • პროცედურის მიმოხილვა
  • განაცხადის შედგენა
  • ბლანკები
  • ელექტრონული განაცხადი
  • საფასურები
  • რეგისტრაცია საზღვარგარეთ (UPOV PRISMA)

სერვისები

  • ძიება
  • ოფიციალური ბიულეტენი

საქპატენტი ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრთან - მაშავთან ითანამშრომლებს


20 მაისი 2021 წ.

საქპატენტის ხელმძღვანელი ისრაელის საელჩოს ესტუმრა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ისრაელის ელჩმა საქართველოში, რან გიდორმა და საქპატენტის თავმჯდომარემ, მინდია დავითაძემ სამომავლო თანამშრომლობის სფეროები განიხილეს და ერთობლივი პროექტების ინიცირების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

შეხვედრისას მინდია დავითაძემ წუხილი გამოხატა ისრაელში განვითარებული მოვლენების გამო და იმედი გამოთქვა, რომ უმოკლეს ვადებში სიტუაცია რეგიონში განიმუხტება და მოსახლეობა შეძლებს მშვიდობიან  და სტაბილურ გარემოში თანაცხოვრებას.

ვიზიტის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ უწყებასთან, ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრთან - მაშავთან საქპატენტის საქმიანი ურთიერთობების დამყარებასა და ერთობლივი პროექტების წამოწყებაზე.  საგულისხმოა, რომ მაშავი უზრუნველყოფს სხვადასხვა კურსების გამართვას 140-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლებისთვის და მსგავსი  პროექტების ინიცირება დაეხმარება საქპატენტს თანამშრომლების  პროფესიულ განვითარებასა და მათი შესაძლებლობების უკეთ გამოვლენაში. ამავე მიმართულებით, ხაზი გაესვა ერთ-ერთ მთავარ თემას - ისრაელის საპატენტო უწყებასთან ერთობლივი პროექტების შემუშავების შესაძლებლობას, რომლის ფარგლებშიც, ებრაელი კოლეგების გამოცდილებაზე დაყრდნობით, ჩატარდება ტრენინგ-კურსები და განხორციელდება სხვადასხვა სასწავლო პროგრამები. 

გამომდინარე იქიდან, რომ ისრაელის საპატენტო უწყება ისრაელის იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაშია, ისრაელის ელჩმა, როგორც ქვეყნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში, გამოთქვა მზაობა დაეხმაროს საქპატენტს ზემოაღნიშნულ უწყებასთან ოფიციალური კავშირის დამყარებასა და თანამშრომლობის ინიცირებაში.  

აღსანიშნავია, რომ საქპატენტი, თავის მხრივ, დიდ ინტერესს იჩენს ისრაელში დანერგილი ინოვაციებისა და ტექნოლოგიური სიახლების მიმართ. ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში გამარჯვებული ერთ-ერთი გუნდი საქპატენტმა დააჯილდოვა და უზრუნველყობს გუნდის ისრაელის ერთ-ერთი წამყვანი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის STEM ბანაკში (Haifa TeenTech at the Technion) გამგზავრებას, სადაც გამარჯვებული გუნდის წევრები მიიღებენ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას და  მსოფლიოს უახლეს ტექნოლოგიურ მიღწევებს გაეცნობიან.

 

  • FAQ
  • ბეჭდვა
  • გაზიარება
  • ჩანიშვნა
განაცხადის მიღება და კონსულტაცია
ნ. რამიშვილის 4, თბილისი 0179, საქართველო info@sakpatenti.org.ge
+995 32 2 25 25 33
© ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი "საქპატენტი", 2017
ანტიოქიის ქუჩა N5, მცხეთა 3300, საქართველო