საქპატენტში ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) ხელმძღვანელს უმასპინძლეს
31 მაისი 2021 წ.
საქპატენტის სათავო ოფისში გაიმართა საქპატენტის თავმჯდომარის, მინდია დავითაძის შეხვედრა ევროპული ბიზნეს ასოციაციის გენერალურ დირექტორთან, დევიდ ლოურენს ლისთან, სადაც მხარეებმა ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმებსა და პერსპექტივებზე. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ერთობლივი პროექტების შემუშავების საკითხს - საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ცნობიერების გაზრდისა და საქპატენტის თანამშრომლების პროფესიული განვითარების მიმართულებით.
ევროპული
ბიზნეს ასოციაცია (EBA) საქართველოში წარმოადგენს ორგანიზაციას, რომლის მთავარი აქცენტი კეთდება რეგიონებისა და მცირე თუ
საშუალო ბიზნესის განვითარებაზე. ასოციაციის მთავარი მისიაა საქართველოში ევროპული ბიზნესის, ასევე საქართველოსა და ევროპას შორის
ვაჭრობისა და ინვესტირების ხელშეწყობა.
შეხვედრაზე საქპატენტის თავმჯდომარემ EBA-სთან კვლავ
აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გამოთქვა, განსაკუთრებით მცირე და საშუალო საწარმოების
წარმომადგენლებისთვის
ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ცნობიერების ამაღლების კუთხით, რაზეც ევროპული ბიზნეს ასოციაციის გენერალური დირექტორის მხრიდან მიიღო ურთიერთთანამშრომლობის მხარდაჭერისა
და საინტერესო წამოწყებებში აქტიური ჩართულობის პირობა.
გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების სფეროში დღემდე ძალიან ცოტა კვლევაა ჩატარებული და მწირი ინფორმაციაა ინტელექტუალური საკუთრების გავლენასა და ღირებულებაზე ქვეყნის ეკონომიკაში, EBA-სთან ამ კუთხით თანამშრომლობა და სამომავლო პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანი იქნება, როგორც ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ზოგადად ცნობიერების ამაღლების თვალსაზრისით, ისე საქპატენტის შესაძლებლობების გაუმჯობესების მხრივ, რაც ხელს შეუწყობს საქპატენტის ინსტიტუციურ გაძლიერებას და არსებითია, რომ უწყების ევროპულ ბიზნეს ასოციაციასთან (EBA) მჭიდრო თანამშრომლობა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე.
2016-2019 წლებში, ევროკავშირის
პროგრამის “Horizon
2020”-ის
მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, საქპატენტი აქტიურად თანამშრომლობდა ევროპულ ბიზნეს ასოციაცასთან (EBA), რომელმაც მნიშვნელავანი
მხარდაჭერა გაუწია საქპატენტს მცირე და საშუალო მეწარმეეებთან
ურთიერთობის დამყარებაში, პროექტში მათი მაღალი ჩართულობითა
და თანამშრომლობისთვის საჭირო აქტივობების უზრუნველყოფით.

